• რეკლამა
  • კონტაქტი
14:19, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორშაბათს, 18:00 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან – ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

ალია ავტორი - ალია
11:01 10-18-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
377

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე განათლების სამინისტროსთან აქცია დააანონსეს.

როგორც მათ განაცხადეს, პროტესტი “ოცნების” მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმას უკავშირდება, რომლის მიზანიც, მათი შეფასებით, კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარებაა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ირაკლი კობახიძის განცხადებას განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების დაანონსებასთან დაკავშირებით.

მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ საგანმანათლებლო სივრცე მუდამ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, ვინაიდან ის ყოველთვის ღიად და ხმამაღლა ამხელდა მათ.

ასეა დღესაც. ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების” მხილებასა და წინააღმდეგობაში დიდი წვლილი სტუდენტებსა, თუ ლექტორ-მასწავლებლებს მიუძღვით.

შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ქართული ოცნების რეპრესიების მთავარ სამიზნეს დღეს სწორედ ეს სივრცე წარმოადგენს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათი რეფორმები მიზნად არ ისახავს საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. მიზეზი,რისთვისაც კობახიძემ ეს ცვლილებები დააანონსა არის ამ სივრცეებში კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარება. ასევე, ეს არის მუქარის გზავნილი იმ უნივერსიტეტებისთვის, რომელიც ღიად გამოთქვამს კრიტიკულ დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიმართ. ეს ხედვა მხოლოდ და მხოლოდ ქართული უმაღლესი განათლების ევროპული აკადემიური სივრცისგან იზოლირებასა და დამორჩილებას ემსახურება.

ჩვენ, სტუდენტები, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს სივრცე. ადგილი, რომელიც გვზრდის და გვაყალიბებს მოქალაქეებად, მისი ინტელექტუალური თუ იდეოლოგიური შინაარსით. ადგილი, რომელიც ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია, ქვეყნისა და ჩვენი მომავლისთვის.

სწორედ ამიტომ, ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე ვაანონსებთ აქციას განათლების სამინისტროსთან და მოვუწოდებთ თითოეულ სტუდენტსა და პროფესორ მასწავლებელს, მათ შორის მათ, ვინც აქამდე არ ყოფილხართ ჩართული წინააღმდეგობაში, შემოგვიერთდით, რადგან დღეს “ქართული ოცნების” რეჟიმი ჩვენი განათლების და მომავლის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

გახსოვდეთ, რომ ჩვენი დუმილით ავტორიტარიზმის დამყარების და სამშობლოს მიტოვების თანამონაწილენი ვხდებით”, – აცხადებენ სტუდენტები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სეო ოპტიმიზაცია
ახალი ამბები

რა განსხვავებაა SEO ოპტიმიზაციასა და კარგ SEO ოპტიმიზაციას შორის?

14:07 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved