• რეკლამა
  • კონტაქტი
01:47, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორმა ქალმა ტაქსიდან ჩასვლისას, უკანა სავარძელზე დაყარა მოკიდებული სიგარეტები, მანქანა აალდა

ალია ავტორი - ალია
16:18 07-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Passive Smoking

Passive Smoking

Facebook-ზე გაზიარება
429

არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოში“, რომელიც თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგს ატარებს, ტაქსის მძღოლებს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს, თუ მგზავრი თამბაქოს მოხმარების წესს დაარღვევს.

„ბოლო დროს, განსაკუთრებით რაიონებში, ხშირად, არამწეველი მძღოლი მგზავრის მიერ კანონის დარღვევის გამო ისჯება. ზოგიერთი მოქალაქე კვლავაც კატეგორიულად მოითხოვს, ავტომობილის სალონში მოაწევინონ. არ ითვალისწინებენ მძღოლის შენიშვნას, ან თხოვნას. მძღოლი, რომელიც ამ დროს 112-ზე იმ იმედით არ რეკავს, რომ მგზავრი მალე ჩავა, უმეტესად მონიტორის, ან საპატრულო პოლიციის თვალთახედვის არეში ხვდება და ჯარიმდება. არ დაგემორჩილათ მგზავრი? დარეკეთ, ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნეთ 112-ზე. ამ შემთხვევაში დაჯარიმდება მხოლოდ მგზავრი. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მწეველის ჩასვლის შემდეგ ჩამჯდარმა ახალმა მგზავრმა სუნის გამო იჩივლა. ამიტომაც, მოვუწოდებთ ყველა მძღოლს, ნუ გამოცდით ბედს, დარეკეთ 112-ზე და აიცილეთ ჯარიმა. ივნისში, ტაქსის მძღოლების მხრიდან მხოლოდ ერთი გამოძახება დაფიქსირდა. თბილისში, მძღოლმა ორი ახალგაზრდა ქალბატონი მანქანიდან იძულებით ჩაუშვა. მათ სიგარეტს მოუკიდეს და ჩასვლისას, სამაგიეროს გადახდის მიზნით, უკანა სავარძელზე დაყარეს, რითაც სავარძლის ქსოვილი მოგვიანებით აალდა“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრში“.

თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების მიზნით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად ტარდება კვლევა. არამხოლოდ დარღვევის ფაქტები მოწმდება, იმართება საინფორმაციო კამპანია და სასწავლო ტრენინგები აღმასრულებლებისთვის.

„ივნისის თვის მონაცემებით, მცირე, მაგრამ ორგანიზაციების (შემოწმებული 709 ობიექტი) ნაწილი კვალავაც არ ცნობს ორგანიზაციის შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში მოწევის აკრძალვის მაუწყებელი სტიკერების განთავსების ვალდებულებას. დაწესებულებების მხოლოდ 61,9%-ში შესასვლელ კარზე გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები.დაწესებულებების 52,5%-ში შენობის შიგნით გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები“, – აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

მონიტორებმა 112-ის მობილური აპლიკაციით აღმასრულებელი გამოიძახეს დარღვევებზე, რომელიც ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის ობიექტებზე დაფიქსირდა თბილისსა და მარნეულში. ძირითადად კანონი ჩილიმის არასწორი მოხმარების ფაქტებზე ირღვევა.

თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგის შედეგად (529 დაწესებულებაში), ძირითადად კვლავ სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს პროდუქტების ხილულად განთავსების წესი ირღვევა. თამბაქოს ნაწარმი ხილულად განთავსებულია ობიექტების 17,0%-ში.

„მაქსიმალურად შემცირდა სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქტების რეკლამის ფაქტები. მეტწილად კვლავ ფიქსირდება თუთუნის რეკლამა. ივნისის თვეში, სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს რეკლამები და პრომო-აქციები საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ ტაქსიში თამბაქოს მოხმარება 2022 წლის იანვრიდან აიკრძალა.

თეგები: თამბაქოს მოხმარებატაქსის რეფორმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved