• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორივე ნავალნის მოწამვლის შესახებაა” – რა ვიდეობს ავრცელებს ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
19:07 11-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,749
ჟურნალისტი, ვახო სანაია, აქვეყნებს ვიდეოებს და წერს:
მინდა გავიხსენო ორი საგამოძიებო გადაცემა.
ორივე ნავალნის მოწამვლის შესახებაა.
ზოგს შეიძლება ნანახი გაქვთ. ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ, ნახოთ. ამისთვის 2 საათი დაგჭირდებათ, სამაგიეროდ, ზუსტად გეცოდინებათ, როგორ მოქმედებს სახელმწიფო ტერორიზმის მანქანა.
პუტინი იძლევა მკვლელობის შეკვეთას და სახელმწიფო იწყებს მისი დავალების შესრულებას.
ცხადია, დამკვეთს, ქვეყნის მმართველს, ესმის, რომ მსგავსი მკვლელობის დროს პირველი ეჭვმიტანილი თავადაა. მერე რა – არის მეთოდები, რომელიც მას იხსნის ამ ,,უხერხულობისგან”.
ეს არის რუსული პრაქტიკა, რომელსაც კრემლი იყენებდა და იყენებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ პოლიტიკური მკვლელობების დროს.
პირველი – მთავარია ბუნდოვანების შექმნა. იქნებ ასე კი არა, სხვანაირად იყო. მთავარია სრულიად აშკარა ამბავში პატარა ეჭვები შეიტანო. ამისთვის გამოიყენებ მოსყიდულ ექიმებს, მოსყიდულ ექსპერტებს, პროპაგანდისტებს.
შემდეგი ნაბიჯია – მსხვერპლს მიაყენო ჩრდილი, რომ ხალხს მისი მხარდაჭერის სურვილი დაუკარგო. დააბრალე ნებისმიერი რამ, მოუგონე ჭორები. ესეც ხელს შეუწყობს ბუნდოვანებას.
შემდეგ – უშუალოდ დანაშაული უნდა დააბრალო სხვას, რომ მმართველს კი არა, ვიღაც სხვას სურდა მისი სიკვდილი. ან სულაც მსხვერპლი უნდა გამოიყვანო დამნაშავედ.
მთელი მედიარესურსით, ასევე მთავრობის სხდომებზე, პარლამენტში – ყველგან იწყებ მთავარი საკითხიდან გამოგონილ თემებზე აქცენტის გაკეთებას. სულ უფრო მეტი ბუნდოვანება შემოგაქვს.
ამასობაშიც, გაქრება ყველაზე მნიშვნელოვანი მასალები, საბუთები; გაყალბდება ექსპერტიზა. პარალელურად დათესავ ჭორებს; მკვდარს ან გადარჩენილ მსხვერპლს დააბრალებ ყველაფერს. ვიღაც ხომ დაიჯერებს. ასე წვეთ-წვეთად, ცოტ-ცოტად საზოგადოების ყველა სეგმენტში აღძრავ ეჭვებს, ღირს კი ამ ყველაფრისთვის ბრძოლა. იქნებ მართლა არაა ისე, როგორც თავიდან მეგონა.
ბოლოს და ბოლოს კი საზოგადოება იღლება და რჩება ბუნდოვანება. იმარჯვებს მკვლელი.
რატომ ვწერ ამ სტატუსს. სისტემა, რომელიც მოქმედებს რუსეთში, მოქმედებს საქართველოშიც. ამ თვალსაზრისით, საქართველო იყო და არის რუსეთი.
გამოვა ვინმე, წაიკითხავს ექსპერტიზის დასკვნას და ჯერ კიდევ ვერ იჯერებენ ადამიანები, როგორ შეიძლება, ექსპერტმა დოკუმენტები გააყალბოს;
გამოვა ვინმე, მისცემს ჩვენებას და საზოგადოებაში ბევრი ვერ იჯერებს, რომ მოწმე ტყუილს იტყვის;
გამოვა გამომძიებელი და წაიკითხავს გაყალბებულ საქმეს და ვერ იჯერებს ხალხი, როგორ შეიძლება, რომ ეს იკადროს ვინმემ.
გამოვა მოსამართლე, ილაპარაკებს აბსურდს და ვერ იჯერებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომ ეს მოსამართლე მოსყიდულია;
ამას მოჰყვება ხელისუფლების დაქირავებული ჟურნალისტების აღვირახსნილი პროპაგანდა, ხან პირდაპირ, ხან შეფარვით. ამას დაუმატეთ საზოგადოებისთვის ,,პატივსაცემი” მოსყიდული ნაძირლების – ,,ინწელიგენციის” სატელევიზიო ეთერებში მიწვევა, სადაც მაღალფარდოვანი სიტყვებით ყველაფერს გააპრავებენ – დაველოდოთ გამოძიებას, ამ სტილში. ან ქვეყანას ხომ არ გადავაყოლებთ.
სხვათა შორის, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ოპოზიციაშიც ყოველთვის მოიძებნება ხალხი, რომელიც ხელს წააშველებს ხელისუფლებას.
თანდათან ახლობლებშიც ბლომად ამოიცნობთ მოგზავნილებს, გამყიდველებს. ბევრი ,,გულშემატკივარია” ხოლმე ხაზზე შესაბამის სამსახურებთან.
ერთი სიტყვით, მთავარია ბუნდოვანება. წმინდა ბუნდოვანება.
ასეთია რუსული მეთოდი.
●
მკვლელობის შემდგომ ჩადენილი ხელმეორე მკვლელობის კლასიკური რუსული მაგალითი ბოლოს 2021 წლის ივლისში ვნახეთ – ლექსო ლაშქარავას ვგულისხმობ. ცხედრის გატაცება; ჭორები; დისკრედიტაცია; ნარკოტიკების თემის შემოტანა; პროპაგანდა; ,,ინწელიგენცია”; ექსპერტები, სისხლის სამართლის ყველა რეზონანსულ საქმეს რომ ეტმასნებიან და ხელისუფლების სასარგებლოდ აფუჭებენ…. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა კომპონენტი აამოქმედეს. ბუნდოვანება, ბუნდოვანება, ბუნდოვანება.
შედეგი რა გვაავს – 5 ივლისის დამკვეთი ძალაუფლებაშია, მკვლელები თავისიფალი არიან, ლექსო მკვდარია, საზოგადოება დაბნეული, ეჭვებით დამძიმებული და დაღლილია.
ზუსტად ესაა რუსეთი.

 

 

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved