• რეკლამა
  • კონტაქტი
20:17, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორი კოზირი ესპანეთთან – ქართველების საბრძოლო ტრანსი – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
18:24 06-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
322
საქარველოს თავდაცვის ძალების  თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
მე, მაინც, ჩემ აზრზე ვრჩები, არ გვიხდება ეს მთავრობა. გამარჯვების გზაზე შემდგარ ერს, უზარმაზარი ახალგაზრდული ენერგიით ბებერ ევროპაში გალაღებულს, ნაფტალინის სურნელით გაჯერებული უღიმღამო “ლიდერშიპი” не комильфо ( comme il faut ფრანგები იტყოდნენ ძველად, არისტოკრატიულ, სალონურ შეხვედრების დროს, შეუსაბამო რამეზე).
ესპანეთთან შანსი გვაქვს. გენეტიკურად ქართველებს ბრძოლაში ორი რამე მოგვდგამს, დისციპლინა და საბრძოლო ტრანსში შესვლა. ორივე გვაკლდა ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ცოტა ხნის წინ. ქართველების უდისციპლინობაზე ლეგენდები დადიოდა, მაგრამ როდესაც აზიურმა ერებმა ისე მოაღწიეს 21-ე საუკუნეს, რომ მწყობრად ბრძოლის სამხედრო ხელოვნებას ვერც კი მიუახლოვდნენ, ხოლო ევროპელებმა მწყობრით ბრძოლის ტაქტიკას მხოლოდ 1779 წელს გაუგეს გემო (რომაელები არ ითვლება, მათ თავიანთი ლეგიონი პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე შექმნეს და მერე მოერგნენ ლეგიონის ხასიათს), ქართველებისთვის დისციპლინირებული სამხედრო მწყობრი, ორგონული მშვიდობიანი რუტინის გაგრძელება იყო, ბრძოლის ველზე. ისტორიული მაგალითებიც გვაქვს, უტყუარი, რომ ვერ გამოიგონებს კაცი თუ ნანახი არა აქვს. კოლხების ფლოტის ერთობლივი მოქმედება არგოს დევნის დროს (სანამ რადიო არ გამოიგონეს, ევროპელებს არც დასიზმრებიათ რამდენიმე გემის სინქრონული ბრძოლა) და იბერიელი შუბოსნები (შუბით ერთობლივი ბრძოლა უდიდეს დისციპლინას და ერთიან მოქმედებას მოითხოვს).
მოკლედ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უაღრესად დისციპლინირებული გუნდია ამ ჩემპიონატზე და თამაშიდან თამაშამდე ამ დისციპლინირებულობის ეფექტიანობა მატულობს, ამიტომ ესპანეთთან დისციპლინა და შეთამაშებულობა იქნება ჩვენი პირველი კოზირი.
საბრძოლო ტრანსი, ცოტა ხელოვნური ტერმინია, მაგრამ ქართველებს ახასიათებთ, გავეშება ბრძოლის მსვლელობისას. ხელდახელ ბრძოლაში როგორც წესი სხვა არმიის ჯარისკაცებს პირველი მიძალების ეფექტი ახასიათებთ, პირველი შეხებიდან მოკლე დროში დგება ენერგიის გამოყოფის პიკი, როდესაც მოგება იჭედება, მოქმედება ყველაზე ენერგიულია, ამის მერე იწყება დაღლის პროცესი და გამარჯვება მხოლოდ ფიზიკური გაწვრთნილობით მიიღწევა, როდესაც შენ მოწინააღმდეგეზე ნელა იღლები. ქართველებს პირველი მიძალების შემდეგ, პაუზა აქვთ და მერე ეწყებათ ენერგიის მოზღვავება, ე.წ. საბრძოლო ტრანსში შედიან და რაც უფრო დრო გადის უფრო ენერგიულად, გავეშებულად იბრძვიან და ბრძოლის დასასრულამდე დაღლის ნაცვლად ენერგია ემატებათ (თუ მოწინააღმდეგე რიცხოვნულად ძალიან არ ჭარბობს და ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობას არ ცილდება მათი განადგურება).
მოკლედ, მეორე კოზირი ესპანეთთან (თუ დისციპლინას შევინარჩუნებთ ) თამაშის ბოლომდე ენერგიის შენარჩუნება და დამაგვირგვინებელ ეტაპზე მეორე სუნთქვის გახსნა იქნება (წესით უნდა შევძლოთ, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან იყო ამის ნიშნები).
მოკლედ: მთავრობა არ გვიხდება და გამოსაცვლელია. ჩვენ ნაკრებს კი ნამდვილად შეუძლია ესპანეთთან კიდე ერთი სასწაული გამოაცხოს. დარწმუნებული ვარ, რომ შანსი გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ფეხბურთელებს თავისი თავი ნაპოვნი აქვთ და გუნდურობის ეფექტიანობაც გასიგრძეგანებული. დამსახურებული უნდა მივიღოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved