• რეკლამა
  • კონტაქტი
00:23, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორი კაცი გადავარჩინეთ უეჭველ სიკვდილს – როგორია კაცის ბედი, რომელიც მთელი ქალაქის თვალწინ კვდებოდა” – აკა სინჯიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:33 06-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
290
ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი:
მართლა არ მჯერა და ყველაფერი გამოვიდა 
გაიღვიძა მართლა ქალაქმა და კაცი გადაიყვანა სასწრაფომ კლინიკაში. ფეხები დაუმუშავეს და შანსი არის რომ ამპუტაციას გადაურჩეს 
საქმეში ჩაერთო ეროვნული ზრუნვის სააგენტო, პირადად უფროსი იყო მოსული და თავისი ხელით გადაიყვანა პანსიონატში, სადაც მოუვლიან, იზრუნებენ და უმკურნალებენ, ჩვენც ყველაფერში გვერდით ვეყოლებით.
თქვენი დამსახურებაა, რომ ამ კვირაში, ორი კაცი გადავარჩინეთ უეჭველ სიკვდილს. თქვენი ხმა მიდის ყოველთვის იქამდე, სადაც საჭიროა და ყველაფრისთვის მილიონი მადლობა.
ვაგრძელებთ ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ავადმყოფების დაბინავებას, ნელნელა ყველაფერს გეტყვით 
#სიკეთეგადამდებია

ცნობისთვის, გუშინ, აკა სინჯიკაშვილი, წერდა:

ამბავი ძალიან მძიმეა და ყველაზე გამოუვალი, რაც აქამდე სიცოცხლეში მინახავს.
ფეხები გასინჯა ექიმმა და თქვა, რომ კაცს აქვს განგრენა, მკურნალობას აღარ ექვემდებარება და კიდურების სასწრაფო ამპუტაციაა საჭირო. უკვე მართლა გონებას კარგავს და რამდენიმე დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. აღარც გვეკონტაქტება და უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე. ამბობს, რომ მაინც მოკვდება და ურჩევნია ფეხები ჰქონდეს. ვეზიზღებით ყველა უკვე, იმიტომ, რომ სადაც ჯდება, ყველა ადგილიდან გამოაგდეს. ბოლოს, საერთოდ ცემეს ვიღაც ნაბოზრებმა. სადაც არ უნდა გაჩერდეს, ყველა ადგილიდან აგდებენ. ერთი კაცი ვერ ვიპოვეთ ქალაქში, რომელიც ნებისმიერი თანხის ნაცვლად სახლში შეუშვებს მომაკვდავ ადამიანს.
ასე, ყოველდღე ვუზივართ და ვუყურებთ როგორ კვდება კაცი ჩვენს თვალწინ და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. მაიკას თუ გამოვუცვლით და საჭმელს თუ შევაჭმევთ. მართლა გავგიჟდებით მალე.
სახელმწიფო თავშესაფარი კიდევ, საერთოდ არ არსებობს, რომელიც ავადმყოფ ადამიანს მიიღებს. ხარივით ჯანმრთელი თუ არ არის ადამიანი, ლილოს თავშესაფარი საერთოდ არ უშვებს შენობაში.
ვინმეს იქნებ რჩევა გაქვთ, რა ვქნათ. იქნებ ვინმე მოხვიდეთ და რამე იცოდეთ რა არის გამოსავალი.
მთელი ქალაქის თვალწინ კიდევ ერთი ადამიანი კვდება და შეიძლება მართლა გადაგვიყოლოს ამისმა სიკვდილმა. გგონიათ ეს ერთია ასე? გამოდით გარეთ და ყველას სათითაოდ გაჩვენებთ.
ამას კი არა, მე მეზიზღება უკვე ყველაფერი.
ერთი დიდი თავშესაფარის აშენება რა გახდა პროსტა მაინტერესებს. რა ჯანდაბა ჯდება ამდენი, ასი ადამიანის მოვლა. ვის კისერზეა ამათი სიცოცხლე ხომ არ იცით?!
კიი სკამები დაიცავით და ერთმანეთის ცემატყეპა არ შეწყვიტოთ. რაში გაინტერესებთ როდის მოკვდება ქუჩაში უპატრონო, ავადმყოფი და უსახლკარო. ხმას მაინც ვეღარ მოგცემთ და..
მიყარეთ გვერდზე ასეთი ადამიანები, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ფეხებში არ წამოგედოთ. ახლა გული გამისკდება მართლა
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ქუჩა გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved