• რეკლამა
  • კონტაქტი
04:51, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორი დღეა ვუყურებ, როგორ აჭედებენ ლურსმნებს ჩემი კუბოს ფიცარზე ადამიანები, რომლებსაც სახელმძღვანელო არ წაუკითხავთ – მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორი

ალია ავტორი - ალია
14:45 12-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორი, ნატო ახმეტელი, რომლის წიგნმაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, სოციალურ ქსლეში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„სალამი, მეგობრებო. ზოგადად სოციალურ ქსელში პასიური ვარ და სავარაუდოდ, არც მომავალში ვიქნები აქტიური. ორი დღეა ვუყურებ, როგორ აჭედებენ ლურსმნებს ჩემი კუბოს ფიცარზე ადამიანები, რომლებსაც სახელმძღვანელო არ წაუკითხავთ. ერთ-ერთ ძველ სახელმძღვანელოში მოყვანილი მქონდა პასტერნაკის „ექიმი ჟივაგოს“ ისტორია, რომელიც ასე სრულდებოდა: გაზეთების რედაქციებში „რიგითი საბჭოთა მოქალაქეების“ უამრავი წერილი მიდიოდა. ისინი რომანის გამო აღშფოთებას ვერ მალავდნენ. იმ პერიოდში გამოთქმად იქცა: „მართალია, პასტერნაკის რომანი არ წამიკითხავს, მაგრამ გეტყვით…“.

სტატიებსა და გადაცემებში მოყვანილი ციტატები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, ზოგ მათგანზე მივწერე კიდეც „ფორმულას“. ფაქტია სახელმძღვანელო კი არა, პარაგრაფიც კი არ აქვთ წაკითხული.

ძირითად ბრალდებებს ვუპასუხებ: პარაგრაფი, სადაც აგვისტოს ომზეა დაწერილი ასე იწყება:

2003 წლის შემდეგ საქართველოს სწრაფვა ევროპისა და ნატოსკენ მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსეთის მრავალი მცდელობა, ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის, უშედეგო გამოდგა.

ერთადერთ საშუალებად იმგვარად, დარჩა საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში რომ აგრესორი ქართული მხარე გამოსულიყო. ყოველივე ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვისკენ იყო მიმართული. 2008 წლიდან რუსეთი ფორმალურადაც კი აღარ იცავდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებებს.

2008 წლის ივნის-ივლისში მკვეთრად მოიმატა შეიარაღებულმა პროვოკაციებმა ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლებისთვის ცეცხლის გახსნა, გზების დანაღმვა, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. 2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით ჯარისკაცი შემოიყვანა…

და ოსური სამხედრო ფორმირებების უკან რომ რუსეთი იდგა, არ ჩანს ამ ტექსტიდან?

რაც შეეხება კითხვას:

1. შენი აზრით, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართულ სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა?

ეს სადისკუსიო კითხვაა. მოსწავლემ უნდა გამოხატოს პოზიცია, იმსჯელოს. დისკუსიის დაწყება რომელიმე პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავს? რატომ გგონიათ, რომ ბავშვი აუცილებლად დადებითად უპასუხებს და არა პირიქით? ეს ხომ სადისკუსიო კითხვებია ისევე, როგორც, სხვა მრავალი ისტორიაში?

რატომ ვერ შენიშნეს პარაგრაფში ეს დავალება: 10. გააანალიზე წყაროები ბ), გ), დ) და ე) და იმსჯელე, არის თუ არა ეს წყაროები არაპირდაპირი სამხილი, რომ რუსეთმა სამხედრო ოპერაცია არა ოსი მოსახლეობის სამშვიდობო მისიის ფარგლებში დასაცავად, არამედ ნატოში საქართველოს მოსალოდნელი შესვლის აღსაკვეთად ჩაატარა? პასუხი დაასაბუთე.

აქვე გთავაზობთ, პარაგრაფიდან სხვა კითხვებსაც:

2. რუკა 54 შეადარე 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის რუკას. როგორ ფიქრობ, რამ შეუშალა ხელი რუსეთს იმავე მიმართულებებიდან შეეტია საქართველოსთვის?

3. შეასრულე დავალება კონტურულ რუკაზე.

4. როგორ ფიქრობ, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, შესაძლებელი იყო თუ არა რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაცია? პასუხი დაასაბუთე.

5. შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომი გლობალურ ან რეგიონულ ომში გადაზრდილიყო?

6. გააანალიზე მედვედევ-სარკოზის შეთანხმების პუნქტები და იმსჯელე, რატომ არ შეასრულა ის რუსეთმა.

7. შენი აზრით, რატომ სურს რუსეთს კავკასიაზე და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის შენარჩუნება?

8. რატომ თვლის რუსეთის ხელისუფლება საფრთხედ ნატოს აღმოსავლეთით გაფარ-თოებას?

9. შენი აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობას პირდაპირი კავშირი აქვს დასავლეთის ქვეყნების მიერ კოსოვოს ცნობასთან თუ ეს რუსეთისთვის საბაბი აღმოჩნდა?

10. გააანალიზე წყაროები ბ), გ), დ) და ე) და იმსჯელე, არის თუ არა ეს წყაროები არაპირდაპირი სამხილი, რომ რუსეთმა სამხედრო ოპერაცია არა ოსი მოსახლეობის სამშვიდობო მისიის ფარგლებში დასაცავად, არამედ ნატოში საქართველოს მოსალოდნელი შესვლის აღსაკვეთად ჩაატარა? პასუხი დაასაბუთე.

11. გააანალიზე ქვემოთ მოცემული კარიკატურები. რომელი გამოხატავს, ერთი მხრივ, დასავლეთის ქვეყნებისა და საქართველოს, მეორე მხრივ კი, რუსეთის პოზიციას და რატომ?

12. იმსჯელე, შეიძლება თუ არა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის აღსაწერად ეს კარიკატურები გამოვიყენოთ? პასუხი დაასაბუთე. ეს პოსტი ეძღვნება ძირითადად ჩემს მეგობრებს, მოსწავლეებსა და კოლეგა მასწავლებლებს“,- წერს ნატო ახმეტელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved