• რეკლამა
  • კონტაქტი
19:36, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ორგანიზმის 7 დღიანი წმენდა – ჯადოსნური ნაყენები და მარტივი, უვნებელი წესები – ნინჩო ჯიბლაძე

როგორ შეიძლება განვიტვირთოთ, გავიწმინდოთ ან ჩავიტაროთ დეტოქსი და რისთვის არის ის კარგი?

ალია ავტორი - ალია
23:12 11-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,912

“გალფი”–ს ვიცე პრეზიდენტი, პიარტექნოლოგი, ნინჩო ჯიბლაძე:

#40plus DETOX WEEK ????
დღეს გადავწყვიტე ჩემი შეკოწიწებული ცოდნა გაგიზიაროთ ეგრეთწოდებულ ორგანიზმის წმენდის ხერხზე, ალბათ უფრო ტრენდზე – “დეტოქსზე”.
კვების რეჟიმის შეცვლის წინ, საუკეთესო მეთოდია 2-3 დღიანი წმენდა, რომელიც სხვადასხვა ცნობილი და ნაკლებ ცნობილი მიდგომებით მიიღწევა.
არის დღეები, როცა გინდა ყველა ის მავნე საკვები რაც ბოლო დროს მიგიღია განდევნო შენი ორგანიზმიდან.
როგორ შეიძლება განვიტვირთოთ, გავიწმინდოთ ან ჩავიტაროთ დეტოქსი და რისთვის არის ის კარგი?
ორგანიზმის წმენდის დადებითი მხარეები:
✅ იწმინდება სისხლი
✅ორგანიზმიდან გადის ტოქსინები და იწმინდება ღვიძლი
✅ უმჯობესდება საკვების მონელების სისტემა
✅იკლებს ცხიმი
✅ უმჯობესდება იმუნური სისტემა
✅ ისვენებს ტვინი და იწყებს უკეთ ფუნქციონირებას
✅კანისთვის, ფრჩხილებისთვის და თმისთვის არის ძალიან კარგი
✅რეგულარული – წელიწადში ოთხი კურსი ხელს უწყობს ასაკთან ბრძოლას
✅ აუმჯობესებს განწყობას
✅გვმატებს ენერგიას
პირველ რიგში ეს სიტყვა არ მომწონს “დეტოქსი” – ჩემთვის ორგანიზმის წმენდა უფრო მისაღებია. არსებობს მოსაზრება, რომ ორგანიზმს თავად გააჩნია წმენდის ბუნებრივი შესაძლებლობა და ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენი კვების რეჟიმი მოიცავს ხილს, ბოსტნეულს, ცილებს, ნახშირწყლებს და ჯანსაღი ცხიმების ერთობას. მავნე პროდუქტზე უარის თქმა, უკვე იწვევს ისეთ პროცესებს, რომელიც ძალიან გავს დეტოქსს.
რადგან ბოლო დროს ისედაც შევამცირე ულუფები, ისედაც ბევრს არაფერს ვიღებ რაც კულინაროულ განცხრომას გავს, გადავწყვიტე ხვალიდან დავიწყო ორგანიზმის 7 დღიანი წმენდა – სალომე დადუნაშვილთან ერთად, რაზეც მეტს ინსტაგრამზე მოგიყვებით. მოკლედ ვიტყვი ეს იქნება უმი საკვების მიღების 7 დღე.
აქ ჩვენთვის კი ჩამოვწერ რამდენიმე წესს და რა თქმა უნდა შეძლებისდაგვარად ვისაც შეგიძლიათ და გაქვთ სურვილი, შეგვიძლია ჩვენი რეჟიმის 7 დღიან გეგმაზე გადასვლა და ინდივიდუალური გაწმენდის რეჟიმის შედგენა ჩვენთვის რამდენიმე წესზე დაყრდნობით.
1. მინიმუმ ორი ლიტრი წყალი სავალდებულოა დღეში. ზუსტად წყალს გამოაქვს ტოქნიები ორგანიზმიდან. წყლის სმის პრინციპის დაცვით – გაღვიძებისას – 500 მლ, კვებამდე 30 წუთით ადრე თითო ჭიქა და საღამოს თავს ვიკავებთ წყლის მიღებისგან. შეიძლება წყალს დავამატოთ ლიმონი, მე მიხდება ლიმნიანი წყალი.
2. შაქრის და ალკოჰოლის სრულად ამოღება რაციონიდან. ამ შვიდ დღეში ვეცადოთ საერთოდ არ მივიღოთ შაქარი ან ალკოჰოლი. საკვები კი მივიღოთ მხოლოდ ნატურალური, უმი სახით. არ შეიძლება გადამუშავებული პროდუქტი, არც შემწვარი და არც ცხიმზე მოთუშული. შეიძლება კერძის ცოცხალი პროდუქტებით დამზადება და საკმაზად ლიმნის, პიტნის და სხვა ცოცხალი ინგრედიენტებით დამზადებული სოუსების გამოყენება.
3. ცილოვანი პროდუქტების მიღება – უმი, მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული წესით. არ ვიღებთ მარილს.
4. ვიღებთ ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს, შავ ყავას – ოდნავ რძით, მწვანე, იმბირის, სხვადასხვა მცენარეების ჩაის – ერთი სიტყვით არ ვიწყენთ
5. ცხიმები, რომლებიც არ გვასუქებს – ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ორგანიზმის წმენდისთვის, ასევე კარგია მეხსიერებისთვის, ძვლისთვის, სახსრებისთვის, სისხლძარღვებისთვის, კუჭ-ნაწლავისთვის.
6. ცოცხალი ბოსტნეულისგან, სასარგებლო ზეთებისგან დამზადებული კერძები – მიირთვით რამდენიც გაგეხარდებათ. არ დაგავიწყდეთ სასარგებლო სელის და სეზამის თესლები.
7. ჯადოსნური ნაყენები – არსებობს ნაყენი, რომლებსაც ყველა ვიცნობთ და ჩვენზე ამ ნაყენებს მართლა ჯადოსნური ეფექტი აქვს. ჩემთვის ეს არის ლიმნის, ჯანჯაფილის და პიტნის ნაყენი. ვჭრი 2 ცალ ლიმონს, ვხეხავ ერთ სუფრის კოვზ ჯანჯაფილს და ვრეცხავ რამდენიმე ფოთოლ პიტნას. ვყრი ამ ყველაფერს მინის ჩაიდანში და ჩაის სახით ვიღებ. ზოგს უყვარს ცივ მდგომარეობაში იგივე სასმელი, რასაც 2 ლიტრამდე წყალი სჭირდება.
ეს ჩემი მოკვლეული წესებია, მარტივი და უვნებელი. თუ გადაწყვეტთ წმენდის კვირის დაწყებას, ველოდები თქვენს გამოხმაურებას და თქვენბურ წესებს. რა გამოცდილება გაქვთ დეტოქსის. მომწერეთ ორგანიზმის წმენდის თქვენს მეთოდებზე.
ბედნიერ “წმენდის” კვირას გისურვებთ
PS – თუ გაქვთ სურვილი და საშუალება ორ კარგ რჩევას მოგცემთ ჩემი გამოცდილებიდან, ჩემს ორ უსაყვარლეს პროცედურას:
1. გოგირდის აბანო და ქისა. წმენდის დაწყებისთვის არის ნომერ პირველი პროცედურა.
2. ნომერი ორი – ვაშაძის ბალნეოლოგიური ცენტრი საბურთალოს ქუჩაზე. გარდა მილიონი კარგი ამბისა, აქ არის ორგანიზმის წმენდის თერაპიული კურის, რომელიც არის ნამდვილი მისწრება. 10 წუთიანი პროცედურის შემდეგ ხარ ჩიტივით მსუბუქი და ფარფატა დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი
არ დაგვავიწყდეს რომ ორგანიზმი ასეთ დროს იწმინდება როგორც შიგნიდან ისე გარედან. კანი იწყებს გაცოცხლებას და გაახალგაზრდავებას. თქვენი კანი, თმა და ფრჩხილები რამდენიმე დღეში დიდ მადლობას გეტყვით – სარკეში კი რადიკალურ ცვლილებებს დაინახავთ.

“გუშინწინ 19.00 საათზე ვჭამე ბოლოს, 20 საათი შიმშილის მერე იწყება ორგანიზმის ნამდვილი წმენდა…” – ნინჩო ჯიბლაძე შიმშილობის ფაზებზე

თეგები: 40plusნინჩო ჯიბლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved