• რეკლამა
  • კონტაქტი
01:15, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გუშინწინ 19.00 საათზე ვჭამე ბოლოს, 20 საათი შიმშილის მერე იწყება ორგანიზმის ნამდვილი წმენდა…” – ნინჩო ჯიბლაძე შიმშილობის ფაზებზე

"წინასწარ ვიტყვი, რომ შიმშილის ფაზების გაზრდა არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც პრაქტიკა არ აქვს და ახლა იწყებს"

ალია ავტორი - ალია
03:46 11-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
744
“გალფი”–ს ვიცე პრეზიდენტი, პიარტექნოლოგი, ნინჩო ჯიბლაძე:
“#40plus
გუშინწინ 19.00 საათზე ვჭამე ბოლოს. ეს გამოთქმა მიყვარს – გუშინწინ ჭამაზე. წინასწარ ვიტყვი, რომ შიმშილის ფაზების გაზრდა არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც პრაქტიკა არ აქვს და ახლა იწყებს. შიმშილის ფაზების ზრდა ნელ-ნელა იწყება და თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, არანაირი პრობლემა არ არის.
ზოგადად რასაც მე დავაკვირდი, რისთვის არის შიმშილი კარგი და რატომ უყვარდებათ ეს რეჟიმი ადამიანებს? ბევრი სხვადასხვა მიზეზი ვიპოვნე:
1. ჩემი შიმშილის ფაზის 39-ე საათი გასრულდა ამ წამს. გუშინდელთან შედარებით -1.400 კგ ნაკლები ვარ. წონაში კლება არ არის ერთადერთი მიზეზი, მაგრამ სასიამოვნოა როცა ხვდები ტყუილად არ გიშრომია.
2. 20 საათი შიმშილის მერე იწყება ორგანიზმის ნამდვილი წმენდა, იგივე დეტოქსი. 2 ლიტრი ჩვეულებრივი თუ ლიმნიანი წყალი ან მცენარეული ჩაი, ეხმარება მავნე უჯრედებს გამოდევნაში.
3. კანისთვის არის იდეალური, კანი აშკარად მადლობელია და 24 საათიც ყოფნის ხანდახან, რომ კანი დამშვიდდეს და დაცხრეს შეშუპებები.
4. ენერგიისთვის არის ნამდვილი სასწაული. ორგანიზმის წმენდასთან ერთად მოდის უზღვავი ენერგია და თავს ძალიან კარგად გრძნობთ, ჩიტივით მსუბუქად?‍♀️
5. სისტემატიური შიმშილის ფაზები, მაგალითად ორ კვირაში ერთხელ 36 საათი ან კვირაში ერთხელ 24 საათი წონაში მომატებას აფერხებს და ვინარჩუნებთ სასურველ ფორმას.
6. ასევე გადასარევი მოტივატორია და ყველაზე მეტად ამ დროს ვხვდები ხოლმე, რომ არაფერია შეუძლებელი თუ მოინდომებს ადამიანი.
შიმშილის ფაზას საღამოს ვიწყებ ხოლმე, მაგალითად 18.00 საათზე. მეორე დღის 18.00 საათამზე არაფერს ვიღებ გარდა: წყალი, ლიმნიანი წყალი, 2 ჭიქა ყავა… შეიძლება მცენარეული ნაყენიც, ჩაის სახით. თუ გავძელი – გადავაბამ ხოლმე და მესამე დილის 10 საათზე 40 საათი გამომდის. ერთხელ 63 საათი გავაკეთე და არც მშიოდა, უბრალოდ ვჭამე – თავს სუპერ ადამიანად ვგრძნობდი, რაც სასაცილოა ნამდვილად. BreakFast – ანუ ფასტინგის, მარხვის გატეხვა – იგივე პირველი კვება ინტერვალის მერე, ამ დროს კარგია ბანანი, შვრიის ფაფის პატარა ულუფა – მსუბუქი საუზმე, რომ არ დაგვამძიმოს.
სირთულეები გვაძლიერებს,, რაღაცის მოკლება გვზრდის და უარის თქმა გვწვრთნის – ვიფიქროთ ამაზე. არავინ ვიცით როდის გამოგვადგება ეს გამძლეობა. ??
ბევრი ჩემი მეგობარი აკეთებს გრძელ ინტერვალებს და ყველა კარგადაა, არავის წასვლია გული შიმშილისგან.
ჩვენ არც ტიბეტელი ბერები ვართ და არც იოგები, ამიტომ რადიკალური გრძელი ფაზები რა თქმა უნდა არ შეიძლება.
შემცირებული ულუფების და გაზრდილი ინტერვალების შედეგს კიდევ ძალიან მალე დავინახავთ.
გთხოვთ მომწეროთ, ვინ როგორ ხართ – დღეს მეოთხე დღეა ჩვენი წამოწყების.
მე არც ექიმი ვარ, არც ნუტრიციოლოგი, არც მეცნიერი ან რაიმე პრემიის მფლობელი კვების საკითხებში. უბრალოდ ვთვლი რომ ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბარი არასოდესაა უდროო. ამიტომ ვისაუბროთ.
ვისაც არ დაგეზარებათ, გთხოვთ მომწეროთ რა გამოცდილება გაქვთ შიმშილის ფაზებზე, თუ მიმართავთ ამ პრაქტიკას და რა შედეგები გაქვთ.”
http://
თეგები: ნინჩო ჯიბლაძეშიმშილობის ფაზები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved