• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორგანიზებული დანაშაულია, საშუალებაც აქვთ მიმალვის – კაცმა არ იცის, კიდევ რა სამხილები არსებობს და გირაოთი გაათავისუფლეს!”– მუხიგულაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:19 12-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:

ბათუმში, ქოცების სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორი ვინმე ფარხატ ტაშიბაევი, კომერციული და ლოგისტიკის დირექტორი ასკარ საპარბეკოვი და ოპერაციული დირექტორი ჟანიბეკ კუანტიროვი. სამივე ყაზახეთის მოქალაქეა და გინდა ყაზახეთის მოქალაქე ყოფილა დღეს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და გინდა – რუსეთის, დიდი სხვაობა კი არაა.

საუბარია ათიათასობით ტონა ნავთობზე. სავარაუდოდ, რკინიგზასთან შეთანხმებით, რკინიგზის მმართველობის ხელის დაფარებით, ეს მხოლოდ ერთი საცეცია თან, კიდევ ვისთან რა შეთანხმება ჰქონდათ და რამდენი რამ ხდებოდა უკანონოდ, ვინ იცის. არადა, ეს ის თანამდებობებია, რომლებიც უშუალოდ გავლენის მომხდენია დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე და გამტარუნარიანობაზე, ამიტომ, იმას, რომ მხოლოდ ერთხელ ჩაიდინეს დანაშაული, არავინ დაიჯერებს და სავარაუდოდ, მრავალშრიან სქემასთან გვაქვს საქმე.

ამ სამ პირს ორგანიზებულ დანაშაულში დადეს ბრალი, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, საშუალებაც აქვთ მიმალვის და კაცმა არ იცის, კიდევ რა სამხილები და მტკიცებულებები არსებობს და გირაოთი გაათავისუფლეს! ათიათასობით ტონა ნავთობი გაქრა და ამ სამი პირის გარდა, კიდევ 21 ადამიანია დაკავებული. ზედა საფეხურზე მდგომები გამოუშვა და ქვედა რგოლები ციხეში დატოვო – რა პრინციპია, გაუგებარია.

პროკურატურა ამბობს, საპროცესო შეთანხმება გაფორმდაო – და თუ ასეა, ვის დაადეს ხელი? მეორე დღეა უკვე და არავინ დაუკავებიათ. თუ არავის დაადეს ხელი, თუ ახალი დანაშაული არ აღიარეს, საპროცესო რა ნიშნით და რა დამსახურებით შედგა? დაიჭერთ, მოიტანენ, გამოუშვებთ? – აბა, სხვა რა პრინციპია? რა უნდა ვიფიქროთ?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved