• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორბანის რუსიფიკაციაზე ბევრი კითხვა არსებობს დღემდე – ზოგიერთი ვერსიით, ფული აიღო და მერე აღმოაჩინა, რომ რუსეთის ფულს იღებდა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:28 04-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
662
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
13 წლის წინ ბუდაპეშტში ვცხოვრობდი. საოცარი ქალაქია – მშვიდი, ისტორიული, საინტერესო და მისტიურიც. ყველგან ისმის უნგრული “იგენ”, რაც ქართულად “დიახ”-ს ნიშნავს და თან საუბარში მრავალჯერ იმეორებენ ხოლმე. მაშინ ვიქტორ ორბანი ახალი მობრუნებული იყო ხელისუფლებაში, მაგრამ უკვე მოეხერხებინა ხალხის ნაწილში ეჭვის ჩანერგვა.
2010 წელს ორბანმა არჩევნები იმით მოიგო, რომ პირობა დადო, საბოლოოდ დაასრულებდა სოციალისტურ პოლიტიკასა და ეკონომიკას. ეს მისი მეორე პრემიერობა იყო. პირველად 1998-2002 წლებში იკავებდა ამ თანამდებობას და მაშინ მას სერიოზული რეფორმატორის სახელი ჰქონდა. ღიმილისმომგვრელია, მაგრამ კიდევ უფრო ადრე, ორბანმა სახელი ანტისაბჭოთა რიტორიკით გაითქვა, შემდეგ სოროსის ფონდის დაფინანსება მიიღო, უცხოეთში ისწავლა, მერე კი ლიბერალური ინტერნაციონალის ხელმძღვანელობაშიც იყო. ახლა ერთსაც ლანძღავს და მეორესაც.
ორბანის 2010 წლამდელი საარჩევნო კამპანია პირდაპირ იმაზე იყო აგებული, თუ როგორი აგრესორი იყო რუსეთი, როგორ შემოიჭრა ის საქართველოში, რომ ევროპის კარიბჭე დარღვეული იყო და უნგრეთის უსაფრთხოებას მხოლოდ მისნაირი ძლიერი ლიდერი თუ დაიცავდა.
მოკლედ, 13 წლის წინ ორბანისადმი მხარდაჭერა კვლავ ძლიერი იყო, მაგრამ პირველი კითხვები უკვე ჩნდებოდა. ნაციონალიზმიც მკვეთრად იყო გამოხატული: 1956 წლის უნგრელი ხალხის ხოცვა-ჟლეტა არავის დავიწყებოდა, ქუჩებში ფრიალებდა დროშები, რომლის გულშიც საბჭოთა სიმბოლიკა ამოჭრილი იყო, როგორც იმ ძველი რევოლუციის მოგონება.
საქართველოში განწყობები საინტერესო იყო 2013-14 წლებში: არჩევნებში დამარცხებული “ნაციონალური მოძრაობა” ორბანში მოკავშირეს ხედავდა, “ქართული ოცნება” კი – მტერს. მაგრამ ამ პერიოდში ორბანს ნელ-ნელა დაახლოება დაწყებული ჰქონდა რუსეთთან. 2014-15 წლებიდან კი ლამის პირდაპირ ისკუპა რუსულ ორბიტაზე და დიდი ტემპები აიღო. მერე საქართველოშიც თანდათან შეიცვალა განწყობები: ხელისუფლებას შეუყვარდა ორბანი და დაუახლოვდა მას.
ორბანის რუსიფიკაციაზე ბევრი კითხვა არსებობს დღემდე. ზოგიერთი ვერსიით, ორბანმა ფული აიღო და მერე აღმოაჩინა, რომ რუსეთის ფულს იღებდა, ზოგი კომპრომატებზე საუბრობს. არის ვერსიაც, რომ მან ძალაუფლებაში დასარჩენად რუსეთი უბრალოდ ბუნებრივ მოკავშირედ გაიხადა.
ფაქტია, თუკი პირველი და მეორე ვადისას ორბანმა ქვეყანა წინ წასწია, შემდეგ ყველაფერი შემოტრიალდა. კორუმპირებული ელიტა ტენდერებში ოჯახის წევრებს ამარჯვებინებდა. პოლიტიკოსები უცებ გამდიდრდნენ და ეს ფეხბურთზე შეყვარებული, სპორტით აქტიურად დაკავებული გამხდარი ორბანიც უცებ ჭარბწონიანად გადაიქცა. ორბანის ოპოზიცია გაიძახოდა – “კორუფცია ასუქებსო”.
მაგრამ ორბანის მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ კატასტროფულად სუსტი, ან საერთოდაც არარსებული ორგანიზებული ოპოზიცია ჰყავდა. განსაკუთრებული პრობლემა იყო ქარიზმატული ლიდერის არარსებობა. სწორედ ეს განაპირობებდა ორბანის მუდმივ გამარჯვებას, სანამ პეტერ მადიარი არ გამოჩნდა.
იგი თავის ცოლს, ორბანის პარტიის ვარსკვლავსა და იუსტიციის მინისტრს დაშორდა და პოლიტიკაში ჩაერთო. დაშორების მიზეზი პირადის გარდა პოლიტიკურიც იყო: მადიარი ორბანსა და მის გუნდს კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. ყველაფერი აფეთქდა ე.წ. შეწყალების სკანდალით, როდესაც გაირკვა, რომ პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერეს პედოფილიის საქმის დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალებას. მადიარის მიერ დაწყებულ ბრძოლას მისი ყოფილი ცოლის (იუსტიციის მინისტრის) და პრეზიდენტის თანამდებობები შეეწირა.
პეტერ მადიარის ირიბი გზავნილი ასეთი იყო: “მე პრინციპების, კორუფციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ყველაფერი შევწირე, კომფორტული ცხოვრება და ჩემი ოჯახიც კი”. ეს მისი ქარიზმის და ხალხის მხარდაჭერის დასაწყისი გახდა.
დღეს უნგრეთში არჩევნებია. კრიტიკული არჩევნები.
ორბანს რუსეთი უჭერს მხარს – როგორც პოლიტიკურად, ისე, არაა გამორიცხული, ინსტრუმენტულადაც. ოკეანის გაღმა ტრამპიც მისი მხარდამჭერია. ძალიან რთული იქნება ორბანის დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ ორბანის რეპუტაცია შერყეულია და ყველა დამოუკიდებელი გამოკითხვით ის აგებს, სისტემური კორუფციის ფონზე დღევანდელი დღე არავინ იცის როგორ ჩაივლის. შერეული საარჩევნო სისტემა (პროპორციული და მაჟორიტარული ერთად) სიტუაციას კიდევ უფრო ურთულებს ოპოზიციას და გაყალბების შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები, უცნობია. თუმცა უპრეცედენტოდ დიდია ხალხის მობილიზება. ხალხმა ღამე ათია: ჯერ დემონსტრაციებზე იყვნენ, იქიდან კი პირდაპირ უბნებზე წავიდნენ. ყავახანები მთელი ღამე მუშაობდნენ. უცხოეთიდან დიასპორა სახლში დაბრუნდა ხმის მისაცემად. განწყობა ფრთხილი, მაგრამ ოპტიმისტურია.
თუკი ორბანმა არჩევნები წააგო და მადიარმა მოიგო, ეს შეიძლება მთელი ევროპის მასშტაბით დემოკრატიზაციის ახალი ტალღის დასაწყისი გახდეს. ზოგადად, ასე ხდება ხოლმე: ერთი მოვლენა განაპირობებს მნიშვნელოვან ჯაჭვურ რეაქციას (თუმცა, სამწუხაროდ, პირიქითაც ასეა). ასევე, ორბანის გარეშე, ევროკავშირი ბევრად უფრო მოქნილი გახდება. და ეს ყველას ესმის.
დღეს საღამოს ბევრი რამ გაირკვევა – კარგად ან ცუდად.
თეგები: ვიქტორ ორბანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved