• რეკლამა
  • კონტაქტი
09:00, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორბანის მარცხი შეიძლება ზელენსკის პირველი პოლიტიკური გამარჯვებაც კი იყოს ევროპაში” – ზურაბ ფარჯიანი

ალია ავტორი - ალია
15:05 04-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232

დიპლომატი, ზურა ფარჯიანი:

ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები 2025 წლის მაისის რუმინეთის არჩევნების მერე. კატასტროფა იქნებოდა რუმინეთის პრორუსული მთავრობა ორბან-ფიცოს ბანაკში.
2025 წლის მაის-ივნისში პოლონეთის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა, მაგრამ “პოპულისტი” არ ნიშნავს “პუტინისტს” და ნავროცკიმ რუსეთის მიმართ მკაცრი ხაზი შეინარჩუნა.
ეს არჩევნები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მოლდოვაში 2025 წლის სექტემბრის არჩევნები. მოლდოვა არაა ევროკავშირის წევრი და არ აქვს დიდი საგარეო გავლენა.
ეს არჩევნები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩეხეთში 2025 წლის ოქტომბრის არჩევნები.
პრორუსული მიდრეკილების მქონე პოპულისტებმა, ანდრეი ბაბიშის ხელმძღვანელობით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა, ბაბიში არ შეუერთდა ორბან-ფიცოს და უფრო ზომიერი პოზიცია დაიკავა.
და 2025 წლის თებერვალში გერმანიის არჩევნებიც რომ გავიხსენოთ, იქ ფრიდრიხ მერცი გამოკვეთილი ფავორიტი იყო და, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა კიდეც.
სხვათაშორის, ორბანის მარცხი შეიძლება ზელენსკის პირველი პოლიტიკური გამარჯვებაც კი იყოს ევროპაში. ორბანმა ზელენსკი პირად მტრად დასახა და ყველაფერი გააკეთა უკრაინისთვის დახმარების შენელებისა თუ შეჩერებისათვის.
ამას დაუმატეთ ჩანაწერებიც, სადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს აბარებს ანგარიშებს და ვიქტორ ორბანი კი თავს ამაყად უწოდებს “პუტინის თაგუნას”.
ორბანის გამარჯვების შემთხვევაში. არა მხოლოდ ის 90 მილიარდი ევრო, რომელზეც უკრაინის გადარჩენა იყო დამოკიდებული, იდო სასწორზე იდო, არამედ ევროკავშირის მომავალიც.
თუმცა ევროკავშირისთვის ორბანის შანტაჟი გაკვეთილი უნდა იყოს და აუცილებლად უნდა გაატარონ შიდა რეფორმები, არ შეიძლება ერთი ქვეყანას მძევლად ჰყავდეს აყვანილი ყველა სხვა წევრი.
ყველაზე პარადოქსული ამ 90 მილიარდიანი სესხის დაბლოკვაში ის იყო, რომ უნგრეთი 1 თეთრით არ მონაწილეობს ამ სესხში. და მაინც ბლოკავდა ორბანი.
და კიდევ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აწი ფიცოც ჭკვიანად იქნება.
რაც შეგვეხება ჩვენ.
ბუნებრივია კარგია და შეგვიძლია გავიხაროთ, მაგრამ ჩვენი ბედი მაინც ჩვენთან წყდება საბოლოოდ.
“ქოცნებამ” საკმაოდ დიდი რესურსი ჩადო ორბანის “გამარჯვებაში” და კი ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად “ბრძნული” საგარეო პოლიტიკა აქვთ.
ამ მიმართულებით ძალიან დიდი დარტყმაა ორბანის მარცხი “ქოცნებისთვის”, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ საგარეო პოლიტიკაში ვერაფერს “გაარტყეს”.
და ბოლოს – ორბანის მარცხი კიდევ იმიტომაა კარგი, რომ შანდორ პეტეფსა და ფერენც პუშკაშზე მეტჯერ იყო კობახიძე მანდ ნამყოფი და უხერხული იყო, ბოლო-ბოლო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved