• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2012 წელს სააკაშვილს უჭერდა მხარს, 2020 წლამდე ინახავდა საზიზღარ ადეიშვილის, დღეს “ოცნების” მაშველი რგოლია” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:10 10-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,887

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

საქართველოში ვიქტორ ორბანს წარმოაჩენენ, როგორც კაცს, მეოჯახეს, გლობალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ რაინდს!
სინამდვილეში კი იგი გახლავთ სრულიად უპრინციპო, საკუთარი იდეების მოღალატე ადამიანი – ჯერ უბლოკო სტატუსის მქონე უნგრეთის მომხრე იყო, შემდეგ თავგადაკლული პროამერიკანისტი გახდა; ადრე ანტიკომუნისტი ლიბერალი იყო, დღეს რუსეთთან მოლაქუცე ულტრაკონსერვატორია; განათლება სოროსის ფონდის დახმარებით მიიღო, შემდეგ თავად გააძევა სოროსის უნივერსიტეტი ქვეყნიდან; 2012 წლის სექტემბრის ბოლოს სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას უჭერდა მხარს, 2020 წლამდე ხელუხლებლად ინახავდა საზიზღარ ადეიშვილის, დღეს კი “ქართული ოცნების” მაშველი რგოლია.
ევროპაში ორბანის ხელისუფლებაზე უფრო კორუმპირებული რეჟიმი არ არსებობს!
ოლიგარქებად ქცეულ პარტიულ ამხანაგებს ჩაუგდო ხელში მთელი ეკონომიკა; ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, საკონსტიტუციო სასამართლოდან დაწყებული კონტროლის პალატით დამთავრებული, თავად აკონტროლებს; შექმნა უზარმაზარი მედია იმპერია, რომლითაც ცდილობს ყალბი ამბების მასობრივად გავრცელებას, გიობელსის სამინისტროს შეშურდებოდა მისი პროპაგანდისტული მანქანის გამართულობის! სამთავრობო ბერკეტებით ავიწროვებს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და დამოუკიდებელ მედიას.
ქვეყანას, პარტიას არ ჰყავს მეორე რანგის ლიდერი…
ორბანი ფიურერია, მის გარდა ყველა დანარჩენი ფიგურა პაიკია. აქვს დიქტატორისთვის დამახასიათებელი ნიშნები. მაგალითად, შეუძლია მილიონობით ევრო დახარჯოს თავისი მშობლიური დაბისკენ მიმავალი ხუთკილომეტრიანი რკინიგზისა და “კუკუშკისთვის”. არავის არ სჭირდებოდა ეს მატარებელი, არაფერს ცვლიდა სატრანსპორტო პოლიტიკაში, მაგრამ დიქტატორს სჭირდებოდა სათამაშო და მიიღო კიდეც ლოკომოტივის სახით.
საოცარია მისი საგარეო პოლიტიკა – ყველა საკითხში აშანტაჟებს ბრიუსელს, საბოტაჟს უწყობს ევროკავშირს, მაგრამ თუ ფული მისცეს, ეგრევე ჩუმდება!
საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის ულტრამემარჯვენე, რასისტული მთავრობის მთავარი მხარდამჭერია, ქვეყნის შიგნით კი რაინდის ორდენით აჯილდოვებს თავის თანაპარტიელებს, რომლებიც ებრაელ მოღვაწეებს “აყროლებულ ექსკრემენტებად” მოიხსენიებენ და დარდობენ, რომ 1919-20 წლების ტერორის დროს უნგრელებმა საკმარისი რაოდენობით არ გაწყვიტეს იუდეველები. პუტინსა და სის რომ ფეხქვეშ ეგება და ყველა მიმართულებით აძლიერებს, ამაზე აღარაფერს ვიტყვი.
აი, ასე გამოიყურება თქვენი ანტიკოლონიალიზმის ცენტრალური სვეტი!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved