• რეკლამა
  • კონტაქტი
21:58, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ორ-სამ დღეში ერთხელ მომაწვდიდნენ, ნახევარ პურს, ძეხვს და ერთ ჭიქა წყალს. ერთი-ორჯერ ზედ დააფურთხეს და ისე მომაწოდეს” – გოჩა კაკოიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:21 05-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
335

თეა წულუკიანის კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ, „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით გოჩა კაკოიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, თეთრიწყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბორკილებით დაბმულ მდგომარეობაში ხდებოდა მისი წამება, რომელსაც სავარაუდოდ არა ადგილობრივი პოლიციელები, არამედ, სავარაუდოდ, უშიშროებიდან ჩამოსული თანამშრომლები ახორციელებდნენ.

„როდესაც მე იქ ვიყავი, შიმშილობაც გამოვაცხადე სანამ მიპოვიდნენ მანამდეც, ბატონი სოზარის და ლევან ტერაშვილის თხოვნა იყო, რომ შემეწყვიტა შიმშილობა, რადგანაც ეს ძალიან დიდი ზიანს მომიტანდა მე და აზრი არ ჰქონდა ხელისუფლებისთვის მე რა დამემართებოდა. ეს აღნიშნეს კიდევაც იშიმშილოს არაუშავს თუ მოკვდება ოქმი შეადგინეთო.

ძირითადად რკინაზე მეძინა არანაირი საშუალება არ იყო იმისი, რომ რამე დამეფინა. ადგილობრივი პოლიცია პროცესში მონაწილეობას არ იღებდა . მხოლოდ და მხოლოდ შემოსული ვიღაც უცხოები, რომლებიც პოლიციელები არ იყვნენ, მე ვფიქრობ, უშიშროებიდან იყვნენ შემოსულები, რომლებიც ახორციელებდნენ ჩემს ცემას და წამებას. დაბმულ მდგომარეობაში, ბორკილებით, მე წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა მქონდა, ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე და ამიტომ უხდებოდათ ჩემი დაბმა, რომ მათთვის ადვილი ყოფილიყო განეხორციელებინათ ის, რის დავალებაც ჰქონდათ. აქედან გამომდინარე ძალიან დასუსტებული ვიყავი“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

კაკოიშვილის განცხადებით, მისთვის არც გასეირნება, არც საჭმლის და წყლის მიწოდება ხდებოდა. ორ-სამ დღეში ერთხელ აწვდიდნენ, ნახევარ პურს, ძეხვს და ერთ ჭიქა წყალს, ხოლო რამდენჯერმე ზედ დააფურთხეს და ისე მიაწოდეს.

„საკანში მარტო ვიყავი. გვერდით იქეთ იყო გარემონტებული საკნები სადაც, კრიმინალები ჰყავდათ. ჩემთვის არც გასეირნება, არც საჭმლის შემოწოდება, არც წყლის მოწოდება არ ხდებოდა. ორ-სამ დღეში ერთხელ მომაწვდიდნენ, ნახევარ პურს, ძეხვს და ერთ ჭიქა წყალს. ერთი-ორჯერ ზედ დააფურთხეს და ისე მომაწოდეს.

ვინც ჩემს ცემას და წამებას ახორციელებდა, იმათ თანდასწრებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რუსთაველი ბიჭები ვინც მუშაობდნენ პოლიციაში, ვინაიდან ინფორმაცია არ გასულიყო თეთრიწყაროს პოლიციიდან სამსახურიდან გაუშვეს შვებულებაში. როდესაც მე ასეთი დასუსტებული ვიყავი გასეირნების დროს ერთმა პატიმარმა თავისი საჭმელი, პურის ნატეხი და „პეჩენია“ შემომიგდო „ფორთოჩკაში“, რომ მეჭამა. მათ ყველაფერი იცოდნენ მე რაც მემართებოდა. 1 კვირაში უნდა გასულიყო და 4 თვე დაუმატეს პატიმრობა იმიტომ, რომ ეს ჩაიდინა“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved