• რეკლამა
  • კონტაქტი
11:11, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოქრუაშვილს ოპოზიციამ არ დაუფასა პატიმრობა და ვიდრე ციხეში იჯდა, “მოტეხა”

ალია ავტორი - ალია
02:13 06-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22


– ირაკლი ოქრუაშვილზე მინდა გკითხოთ, მისი გეგმების  შესახებ ხომ არაფერი იცით? კი, ტელე-მედიაში აქტიურობს და ინტერვიუებსაც იძლევა უხვად, მაგრამ კონკრეტულს არაფერს ამბობს, არჩევნებში ვისთან ერთად აპირებს მონაწილეობის მიღებას, მაჟორიტარობას თუ აპირებს და სად?


– ირაკლი ციხიდან რომ გამოვიდა, დავურეკე და მივულოცე,  წარმატებები ვუსურვე. შემდეგ კონტაქტი აღარ მქონია. ვერიდები პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობას. ირაკლიმ რა განცხადებებიც გააკეთა, იქიდან ჩანს, რომ  მოქმედმა ოპოზიციურმა ძალებმა არ დაუფასეს თუნდაც პატიმრობა და ვიდრე ციხეში იჯდა,  „მოტეხეს“ პროცესიდან. ეს ძალიან ცუდი ფაქტორია. ვერაფერს გეტყვით, ირაკლის გეგმების შესახებ.


– ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა გუბაზ სანიკიძეზე, “ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა “დიდი ხანია” და ვისთანაცაა, ურჩიეთ ესეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლით მეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს.”    რა მოხდა მათ შორის, ხომ ვერ მეტყვით?


– არ ვიცი, ამის შესახებ არ მისაუბრია არც ერთთან. ეს თავად ირაკლის კითხე.


– ოპოზიციის შანსებზე რას იტყვით? მოახერხებენ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებას თუ მხოლოდ მეორე ტურში გასულ  ოპოზიციის მაჟორიტარს  დაუჭერენ მხარს?  ასევე, პროპორციულ არჩევნებში რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ?


– თუ ოპოზიცია გაერთიანდა,  გვერდზე გადადეს ამბიციები და ერთიანი გუნდით, ერთი სიით  გამოვიდნენ არჩევნებზე, პროპორციულ არჩევნებში მიიღებენ 120–დან  70 –80 მანდატს.


– გადაჭარბებული მგონია თქვენი ოპტიმიზმი.


– არა, გადაჭარბებული არ არის, რეალური, საფუძვლიანი და ლოგიკურია. 70 მანდატი კიდევ ყველა პარტიას ეყოფა საიმისოდ, რომ ორ–ორი და სამ–სამი  წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში. ამ ერთიანობით, ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების  პირველსავე ტურში მოიპოვებს მანდატების უმეტესობას, ვფიქრობ, 20 მანდატს მაინც  და ეს უკვე იმას  ნიშნავს, რომ   ოპოზიცია მოიპოვებს საპარლამენტო  უმრავლესობას და  კოალიციური ხელისუფლების შექმნის შანსი ექნება.  მთავრობის დამტკიცებას 76 მანდატი სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი  ფორმულა, თუმცა მისაღწევად ძალიან ძნელია, ეს კარგად მესმის. სამწუხაროდ, გაერთიანებულ ოპოზიციაში, ზოგიერთ პარტიას ისეთი  ამბიციები აქვს, თითქოს მათ შექმნეს სამყარო. ამიტომ, სასურველი იქნება, თუ ერთი ერთზე იქნება ბრძოლა – „ქართული ოცნება“ და გაერთიანებული ოპოზიცია. ასეთ შემთხვევაში, დაანგრევს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“.


– ახალი პარტია რომ შეიქმნა „ქართული ოცნებიდან“ შარშან პროტესტით  წამოსულმა პარლამენტისა და საკრებულოს  დეპუტატებით,  ისინი რამდენად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალაა და არჩევნებში  წარმატების რა შანსი აქვთ? ზვიად კვაჭანტირაძეს, მარიამ ჯაშს, ჯაბა ჯიშკარიანს, ლევან გოგიჩაიშვილს,  გედევან ფოფხაძეს, ბექა ნაცვლიშვილის  გუნდს  ვგულისხმობ. ამ ხალხს პოლიტიკური გამოცდილება არ აკლია და იმიჯის შენარჩუნებაც, ასე თუ ისე, მოახერხეს.


– მათ ხალხს უნდა აუხსნან მკაფიოდ, რას და როგორ აპირებენ, რამდენად რადიკალური ოპოზიციური ძალა იქნებიან, ერთ ხმასაც ვერ მიიღებენ არჩევნებზე. თუ ოპოზიციური ძალა ხარ, რატომ არ ხარ გაერთიანებულ ოპოზიციასთან? მაშინ ვინ ხარ?  თუ ხმები გინდა, პარლამენტში მოხვედრა გინდა, მაშინ კოალიციაში უნდა შეხვიდე ისეთ ძალასთან, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად ეს ძალა მოხვდეს პარლამენტში. მერე მეორე მომენტიც არის. ეს ხალხი კი  წამოვიდა „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მძაფრ კრიტიკას კიდევ ერიდებიან. ამბობენ, რომ ხელისუფლება არ ვარგა, ამბობენ, რომ ივანიშვილი ერთმმართველია, მაგრამ იმაზე კრინტს არ სძრავენ, კონკრეტულად რა დანაშაულებები ჩაიდინეს ივანიშვილმა, მისი გარემოცვის გავლენიანმა წევრებმა,  როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რა უკანონო ბრძანებებს გასცემდა ივანიშვილი, ვინ და როგორ ასრულებდნენ იმ ბრძანებებს, როდესაც ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეც კი არ იყო. მათ ბევრი იციან ივანიშვილის, მისი გუნდის გავლენიანი  წევრების დანაშაულებრივი საქმეების შესახებ, ბევრი რამ საკუთარი თვალით აქვთ ნანახი, ბევრი საკუთარი ყურით მოსმენილი  და ამაზე ხმას  საერთოდ არ იღებენ. ბევრი დანაშაულის თვითმხილველები და მოწმეები არიან და  ჩუმად არიან. მთავარზე ხმას არ იღებენ, ვერ ბედავენ ლაპარაკს და ასე, შორს ვერ  წავლენ. მათ ერთს ვურჩევდი – ისწავლონ პოლიტიკური ხელოვნება ანუ მტრები დაიმეგობრონ საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №20

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved