• რეკლამა
  • კონტაქტი
21:59, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოქროს მფლობელი მიიღებს 1 მილიონ ლარს; ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო – 250 000 ლარი

ალია ავტორი - ალია
23:11 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს 1 მილიონ ლარს. ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო – 250 000 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ 8 მედალი არის ისტორიული შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„საღამო მშვიდობის ჩვენო საამაყო ოლიმპიელებო, ჩვენო ჩემპიონებო, ყველას მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. მივესალმები პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს, მივესალმები ლაშა ბექაურს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, იაკობ ქაჯაიას, გენო პეტრიაშვილს, ანტონ პლესნოის, გურამ თუშიშვილს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გვესწრება დღეს.

ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენო საამაყო გმირებო, მე ასე მოგმართავთ, თქვენ მართლაც საოცარი შედეგი დადეთ – 8 მედალი, რომელიც არის მართლაც ისტორიული შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მედლების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ტოპ ათეულში შევიდა. მადლობა ამისთვის თქვენ. მადლობა გამარჯვებისთვის. მთელი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ.

მე ასევე მაქვს პატივი გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს 1 მილიონ ლარს. ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო – 250 000 ლარი.

მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას – ექიმებს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინ თქვენს გვერდით იდგა. მე კარგად მესმის, რას ნიშნავს ოლიმპიელობა, რას ნიშნავს მთელი ქვეყნის სახელით წარსდგე მსოფლიო არენაზე და მოიპოვო ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება. მე ისიც ვიცი, თუ რა დგას ამ შედეგის უკან, ამ შედეგის მიღმა დგას თქვენი თავდაუზოგავი შრომა, თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის სახელით. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. თქვენ ხართ მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის, შვილებისთვის, რომლებიც გიყურებენ თქვენ და სწორედ თქვენს მაგალითებზე უნდა აღიზარდონ. მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ოლიმპიელებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved