ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 83-ე ცერემონიის ნომინანტები დასახელდნენ. ყველაზე მეტი – 9 ნომინაცია მიიღო პოლ ტომას ანდერსონის ფილმმა „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“. ის წარდგენილია ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“, „საუკეთესო სცენარი“.
იოაკიმ ტრიერის „სენტიმენტალურმა ღირებულებებმა“ 8 ნომინაცია მიიღო, რაიან კუგლერის „ცოდვილებმა“ კი 7.
გილიერმო დელ ტოროს „ფრანკენშტაინი“ და ჯონ ჩუს „ბოროტის“ მეორე ნაწილი 5-5 ნომინაციაშია წარდგენილი.
სერიალებს შორის კი ყველაზე მეტი – 6 ნომინაცია „თეთრმა ლოტოსმა“ მიიღო. Netflix -ის „გარდატეხის ასაკი“ 5 კატეგორიაშია წარდგენილი, შოუში მთავარი როლის შემსრულებელი, 15 წლის ოუენ კუპერი „მეორე პლანის საუკეთესო კაცი მსახიობი“. სექტემბერში ის „ემის“ ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა.














კომენტარები