• რეკლამა
  • კონტაქტი
14:54, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოქრიაშვილის შტაბის წევრზე თავდასხმაზე: “ოცნების” მხარდამჭერზე თავდასხმას მოჰყვა

ალია ავტორი - ალია
13:35 10-20-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ბოლნისში ენმ–ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრზე თავდასხმას ეხმაურება. კობახიძე ამბობს, რომ თავდასხმა ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას მოჰყვა.

“გუშინ იყო საკმაოდ სერიოზული ინციდენტი. იყო თავდასხმა ქართული ოცნების მხარდამჭერზე, რომელსაც მიაყენეს მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა და ამ უმსგავსობას მოჰყვა, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი უმსგავსობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩვენს შტაბთან არიან დაკავშირებული, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვგმობთ. 

აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში იყოს სათანადო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს არასწორი საქციელი, სამართალდარღვევა და სხვა ტიპის უმსგავსობა, ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა არის, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების დროული რეაგირება”. – ამბობს კობახიძე. 

კობახიძის თქმით, უნდა დაისაჯონ პირები, ვინც “ოცნების” მხარდამჭერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე პირები, ვინც “ამაზე არასწორი პასუხი გასცა, არასწორი რბილი სიტყვაა.”

“ჩვენ ვხედავთ, რომ, ძირითადად, ამ ოლქშია კონცენტრირებული პროვოკაციები და მოვუწოდებ ნაცმოძრაობის აქტივისტებს, კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ბუნებრივია, ამ პროვოკაციებს ექნება სათანადო პოლიტიკური პასუხი”. – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

გუშინ, 19 ოქტომბერს, ოქრიაშვილის შტაბის წევრს ბოლნისის სოფელ ნახიდურში თავს დაესხნენ. კახა ოქრიაშვილის თქმით, შტაბის წევრის მანქანას ნატყვიარი აქვს და, სავარაუდოდ, იარაღიდან გაისროლეს.

თეგები: 2020 არჩევნებიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved