• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციური ომები” – არჩილ გამზარდია

"ამ პროცესში ოპოზიციური სუბიექტების გარკვეული ნაწილი პოლიტიკური კანიბალიზმისა და თვითჭამის რეჟიმში ისახება."

ალია ავტორი - ალია
21:42 06-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
481

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:

ყოველ პოლიტიკურ ქმედებას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მიზანი, რომელიც შედეგობრივად წაადგება ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს. პოლიტიკოსის მიზანია საკუთარ კონკურენტულ უპირატესობაში პოტენციური ამომრჩევლის დარწმუნება.

ვინ შეიძლება იყოს პოტენციური ამომრჩეველი? – პირველ რიგში, ლოიალურად და ზომიერად განწყობილი დაინტერესებული მოქალაქე. ასეთ მოქალაქეს სჭირდება რეალურ უპირატესობაში დარწმუნება და არა კონკურენტის დისკრედიტაციის ხარჯზე ორიენტირება.

კონკურენტების ბაზარზე გასვლა კი ბევრად რთული ამოცანაა, რადგან მას გამოკვეთილი ელექტორალური პოზიცია აქვს, რომლის ცვლილებასაც კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე ზომიერად სკეპტიკურ მოქალაქესთან მიმართებაშია წარმოდგენილი.

მაშინ რას აძლევს პარტიებს თუ პოლიტიკოსებს რეალურად შიდა კონკურენტული დისკრედიტაციის რეჟიმი?

ძალაუფლების ფენომენისა და პოლიტიკურ თეოლოგიის კონტექსტში, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც „საკუთარი თავის ჭამის ფენომენი“, სადაც საქმე გვაქვს ძალაუფლების ავტოფაგიურ ლოგიკასთან, როდესაც ძალაუფლება ლეგიტიმაციის, მტრის ან კრიზისის მუდმივი წარმოების პროცესში საკუთარი საფუძვლების მოხმარებას იწყებს. ასეთ დროს სისტემა გარედან კი არ ნადგურდება, არამედ შინაგანი ლოგიკის რადიკალიზაციის შედეგად თვითონვე იქცევა საკუთარი კრიზისის წყაროდ.

დღეს ამ რეჟიმთან დრო და დრო იკვეთება სახელისუფლებო ძალაუფლება, თუმცა უმთავრესად ამ კვეთაში ოპოზიციური სუბიექტები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ საძალაუფლებო რესურსები არსებითად არც გააჩნიათ.

ამ პროცესში ოპოზიციური სუბიექტების გარკვეული ნაწილი პოლიტიკური კანიბალიზმისა და თვითჭამის რეჟიმში ისახება.

ამას გარდა, ავტოდესტრუქციის კონტექსტში ვლინდება ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელსაც რუმინაციას უწოდებენ. ამ კონტექსტში, არსებული ჯგუფების ოპოზიციური გონი “ღეჭავს” ერთსა და იმავე დესტრუქციულ სცენარს, რაც იწვევს ემოციურ გამოფიტვას.

არსებულ “ოპოზიციურ ომებთან” მიმართებაში შემიძლია გამოვყო დამატებით რამდენიმე პოლიტიკური ფენომენი.

ფრაგმენტაცია, რომლის დროსაც ოპოზიციური ჯგუფები ერთმანეთში უფრო მეტ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ხედავს, ვიდრე მმართველ ძალაში.

ხოლო ოპოზიციური თვითკომპლექსის კონტექსტში დავასახელებდი ლეგიტიმაციის შიდა ბრძოლის ფაქტორს, სადაც თითოეული ჯგუფი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მხოლოდ ის წარმოადგენს „ნამდვილ“ ოპოზიციას, დანარჩენი კი – არა.

კიდევ ერთ საინტერესო ფენომენს დავასახელებდი, ეს არის
პურიზმის ლოგიკა, რომლის დროსაც საკუთარი იდეოლოგიური სიწმინდის თვითგანცდით, მოკავშირეებიც კი მიუღებელ ძალებად ცხადდებიან.

და ბოლოს, ასევე ყველაზე გავრცელებულ მახასიათებელს დავასახელებდი,
ლიდერების პერსონალურ კონკურენციას, რომლის დროსაც პოლიტიკური პროექტი პიროვნულ ამბიციებს ეწირება.

პოლიტიკური თეორიის თვალსაზრისით, ჩემს მიერ წარმოდგენილი მსჯელობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ოპოზიციის ავტოკანიბალიზმი, რომლის დროსაც, ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათ ხელთ არსებული ისედაც მწირ სასიცოცხლო რესურსებსა და ენერგიას საკუთარ თავის ჭამის პროცესში ხარჯავენ.

.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved