• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგი

ალია ავტორი - ალია
17:31 01-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,611

სასტუმრო “ქორთიართ მარიოტში” ქართულმა ოპოზიციამ საგანგებო ბრიფინგი გამართა -“ქართული ოცნების” მთავარმა მოწინააღმდეგე ოთხმა პოლიტიკურმა ძალამ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სირიის ახალ ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართეს.

ივანიშვილის რეჟიმის ოპონენტები მოითხოვენ, რომ სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება უკან წაიღოს.

დღეს, პირველად ვსაუბრობთ იმ მიმართულებაზე, რასაც არაღიარების პოლიტიკა ჰქვია. არაღიარების პოლიტიკა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი, რუსეთის მიერ მითვისებული ტერიტორიების მიმართულებით. ქართულმა ოპოზიციამ, ოთხივე პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავუგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებას, რომელიც მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, დღეს სათავეში უდგას საკუთარ ქვეყანას. მოგეხსენებათ, კაცთმოძულე ასადის რეჟიმი დაემხო და სირია დღეს ფეხზე დგება. 2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და საქართველოს ხელისუფლება იმ ვითარებაში, როდესაც ასადის, რუსული რეჟიმი წასულია და არის ახალი ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ მიმართოს ახალ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, სრული დუმილის რეჟიმში იმყოფება.

ჩვენ, პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგად უნდა მოვსულიყავით კოალიციურ ხელისუფლებაში, ჩვენს პატრიოტულ ვალს ვახორციელებთ და სირიის ახალ ხელისუფლებას მივმართეთ მოთხოვნით, რომ უკან წაიყოს აფხაზეთის აღიარება. მიგვაჩნია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რუსული ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელია. ამიტომ, ოპოზიცია, როგორც ხალხის ინტერესების გამომხატველი ძალა ერთიანად მივმართავთ სირიის ახალ ხელისუფლებას ისტორიული გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved