5 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩის მხარეს ევროპული საქართველოს ლიდერები და პარტიის წევრები
დღეს პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩის მხარეს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის წევრები პიკეტირებას და სირცხვილის დერეფანს მოაწყობენ. აქცია 11:00 საათზეა დაგეგმილი.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდებიან. მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილება იქნება.
აქტივისტების აქციაზე მისვლის ერთ-ერთი მიზეზი ბაღდათში მომხდარი ტრაგედიაა. ისინი გარდაცვლილებს პატივს მიაგებენ. მათი თქმით, მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებმა ქვეყანაში სიღარიბის დონის მაჩვენებელთან დაკავშირებით გააკეთეს.
შეგახსნებეთ, 4 თებერვალს ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ პარლამენტთან დაგეგმილი აქცია გადადო.
კომენტარები