• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიციას სულ აღარ აინტერესებს ნამახვანის პრობლემა, რადგან სათავეში ვერ ჩაუდგნენ ამ პრობლემას – ეს არის ტესტი – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:48 04-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, სოციალურ ქსელში  თქვენი უკვე რამდენიმე პოსტი წავიკითხე, სადაც არ მალავთ სიმპათიას ნამახვანის,  რიონის ხეობის დამცველი აქტივისტების შესახებ და აკრიტიკებთ და აქილიკებთ კიდეც პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სადაც ხალხი დგას, იქ არ მიდის, რასაც ის ხალხი ითხოვს, იმას არ ითხოვენ ხელისუფლებისგან.

– აქ მე იმდენად „ნამახვანჰესის“ პრობლემატიკაზე არ ვსაუბრობ, რადგან ამ თემას დეტალურად არ ვიცნობ, რომ კვალიფიციურად განვიხილო. მე ვსაუბრობ იმ უფსკრულზე, რომელიც გაჩნდა ხალხსა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის. სახალხო პროტესტი სახეზეა, ხალხს კონკრეტული საკითხების მიმართ გულისტკივილი აქვს, მაგრამ ოპოზიცია ამ პროტესტს ან საერთოდაც არა, ან  სათანადოდ არ ეხმიანება. მთავარი პოლიტიკური იარაღი, რა არის? ხალხის გულისტკივილის, მათი მოთხოვნების კაპიტალიზაცია  უნდა მოახდინონ ოპოზიციონერებმა.  პროტესტი, რომელიც წარმოიქმნება საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ, ამ პროტესტის ერთგვარ კაპიტალიზაციას ახდენს ოპოზიცია და ამ ტალღაზე მოდის ხელისუფლებაში. შემდეგ ის გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რასაც ხელისუფლება არ უწყვეტს ხალხს. ეს ხდება მათი პოლიტიკური წარმატების საფუძველი. ჩვენთან რაღაც უცნაური ვითარება  შეიქმნა. ხალხს აქვს აბსოლუტურად სხვა პრობლემები და ოპოზიცია აპელირებს საზოგადოების ისეთ ფენებზე, რომელთა პრობლემები, რიონის ხეობის დამცველთა ძირითადი პრობლემები, შეიძლება არც იყოს. ეს ყველა კვლევაში ჩანს. იმ ხალხის ეს პრობლემები ძნელად საპოვნი და მისაგნები ხომ არ არის? ეს არის ეკონომიკაში არსებული პრობლემები, უმუშევრობა და ა.შ. ოპოზიცის ბოლო თვეების განმავლობაში, აცდენილია იმ დღის წესრიგს, იმ პრეტენზიებს, რაც ხალხს აქვს ხელისუფლების მიმართ. კი, ბატონო, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ამაზე უნდა იმუშაოს ოპოზიციამ,  მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, ამ წმინდა პოლიტიკური პრობლემების გარდა,  სხვა  ვერაფერი დაინახო, სხვას თვალი აარიდო, ვითომ ვერ ხედავ. დღეს ასე იქცევა ოპოზიცია. არის ხალხის პროტესტი, არის სხვა სახის პრობლემები, მაგრამ მათ უგულვებელყოფს. ოპოზიცია კრისტიან დანიელსონთან ერთად ჩაკეტილია კაბინეტში და ელოდება, როდის მოართმევს  ევროპა ხონჩით ძალაუფლებას. ამ დროს ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა დანიელსონი. ხალხსა და ოპოზიციას შორის კი უფსკრულია გაჩენილი. „ნამახვენჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე ხალხთან რომ არ დგას ოპოზიცია, ამას იმით ამართლებენ, რომ ვიყავით ქუთაისში მათ საპროტესტო აქციაზე, მაგრამ არ მიგვიშვეს,  სიტყვით გამოსვლის უფლება არ მოგვცეს და გამოგვაგდესო. ამის შემდეგ, საკუთარ თავს არ უნდა დაუსვა კითხვა, რატომ გამოგაგდო იმ ხალხმა? ზუსტად იმიტომ გამოგაგდო, რომ არ გენდობა ის ხალხი. ფიქრობენ, რომ შენ იქ  იმიტომ კი არ მიხვედი, რომ მათი სატკივარი გტკივა და მათ მოთხოვნებს სრულად იზიარებ. ის ხალხი ფიქრობს, რომ მათ გამოსაყენებლად მიხვედი, რათა სათავეში ჩაუდგე ამ საპროტესტო აქციებს და საშენოდ წარმართო, პოლიტიკური ქულები მოიპოვო ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. არ გენდობა ხალხი, რადგან არ ხარ თანაზიარი მათი ტკივილისა და ნაცვლად იმისა, რომ იმაზე იფიქრონ, რატომ არ ენდობა ეს ხალხი, იმაზე იმუშავონ, რომ მომავალში მოიპოვონ მათი ნდობა, გაბრაზდნენ ხალხზე და დგანან და შორიდან უყურებენ სეირს. დიდი ბოდიში, მაგრამ ხალხთან მისვლა და მათთან გვერდით დგომა, მაინც და მაინც მიტინგზე მისვლა, საკუთარი პარტიული დროშის აწევა და მიკროფონის აღება ხომ არ არის? გაერკვიე „ნამახვანჰესის“ პრობლემაში კარგად, არ არის ასე მარტივად და ცალსახად საქმე. იქ ბევრი კითხვაა, ეკოლოგიური, ქვეყნის უსაფრთხოება, ენერგოუსაფრთხოება… გარდა ამისა, გასარკვევია, არის თუ არა კორუფციული რისკები. ბევრი პრობლემაა ამ ერთ პროექტთან დაკავშირებით. შეისწავლე ეს ყველაფერი და ილაპარაკე ამის შესახებ. ეს ხომ იმ ხალხის ტკივილია და იმ ტკივილზე ილაპარაკე.  ოპოზიციას სულ აღარ აინტერესებს ნამახვანის პრობლემა. რადგან ვერ მოახერხეს და სათავეში ვერ  ჩაუდგნენ ამ პრობლემას. ეს არის ტესტი. კი, ნამახვანი ძალიან დიდი პრობლემაა,  მაგრამ  ეს არის ზოგადი დამოკიდებულება ოპოზიციისა ხალხის მიმართ. ისინი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას ხალხში კი არა, ევროპელ ემისარში ხედავენ. ფაქტობრივად, კამერულ პოლიტიკას აწარმოებენ, საუბრობენ პოლიტიკურ კრიზისზე და  ელოდებიან, ხელისუფლება როდის ჩამოიშლება, რომ მერე თავად მოაჯდნენ ხელისუფლებას. სხვა ლოგიკას ვეღარ ვხედავ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! დადიან ხალხთან, არწმუნებენ ხალხს, რომ ისინი უკეთესად გადაწყვეტენ პრობლემებს? ვინმეს გაუჩინეს ნდობა? ამომრჩევლის უმრავლესობას არ უნდა ეს ხელისუფლება, მაგრამ არც ოპოზიცია არ უნდა. ეს ყველა კვლევით და  მრავალგზის  დადასტურდა.

– ამ პოლიტიკური ოპოზიციის წამყვან ფიგურებს, ლიდერობა, ხალხის გარკვეული ნაწილის წინამძღოლობა და მათი საკუთარ ნებაზე ტარება ისე აქვთ გათავისებული, რომ ცოტა ხნით მაინც არ შეუძლიათ, სხვა იყოს ლიდერი, სხვამ მართოს პროცესები და თავად რიგითი აქტივისტები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის უდიდესი საფრთხეების არიდებისთვის იბრძოდნენ „ნამახვანჰესის“ აშენების მოწინააღმდეგენი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკუთარი ამბიციების ტყვეობაში არიან.

– რა თქმა უნდა, ესეც არის. სხვას, რასაც ვხედავ, იქიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved