შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში მანდატებზე უარი უცხოელი პარტნიორების გავლენით თქვა, კერძოდ, ბაიდენის ადმინისტრაციის.
2024 წელს რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან, ამავე ადმინისტრაციამ დააყრევინა მანდატები და დღეს იმას იმკიან, სადაც იმის გამო შევიდნენ, რომ მოუსმინეს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოეთის ხელისუფლებას. შეიცვლება ის, რომ მოუწევთ მონაწილეობის მიღება 2028 წლის 28 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და მანდატს, რომელსაც მიიღებენ, ვინც მიიღებს მონაწილეობას, მანდატს სცენ პატივი. იმიტომ, რომ მათთვის ამოსავალი ჩვენი კონსტიტუცია კი არ არის, ამოსავალია გარეთ რას ეტყვიან და დღეს ამას ეუბნებიან.
ამ ეტაპზე შეუძლიათ, ისხდნენ სახლში და იზრუნონ 2028 წელზე. სხვა რა უნდა ქნან? ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არც არასდროს მიგვიღია და ვერც ვერასდროს მივიღებთ. ჩვენ, ერთადერთი, გვაქვს ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური პარტიები. ასე რომ, გააჩნია, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარტია არის ანტიკოსნტიტუციური, ასეთი პარტია უნდა არსებობდეს? ჩვენ ხომ იგივე ხელისუფლება ვართ, იგივე პოზიცია გვაქვს, რაც გვქონდა 2024 წელს, რაც იყოს აშშ-ს წინა ადმინისტრაცია. დღეს შეიცვალა აშშ-ს ადინისტრაცია და შეიცვალა აშშ-ს პოზიციაც. ჩვენ იქ ვართ, სადაც ვართ, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, სასამართლო თავად ვერაფერსაც ვერ დაადგენს, თუ საჩივრის წარმდგენმა, ამ შემთხვევაში, ქართულმა ოცნებამ, არ გაამყარა საჩივარი რეალური მტკიცებულებებით, თუ საჩივრის ავტორებს არ ექნებათ მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლო გაითვალისწინებს.
















კომენტარები