• რეკლამა
  • კონტაქტი
04:45, შაბათი, 2 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიციას მხარში დავუდგები და ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
15:16 11-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ლელოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის უკეთესი მომავლისთვის აპირებს ბრძოლას და არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობს, ამიტომ, აპირებს ოპოზიციას საკუთარი რესურსებით დაეხმაროს.

ხაზარაძე ოპოზიციურ ძალას მოუწოდებს, არ დანებდნენ და არ შეეგუონ “ოცნების” მიერ გამოცხადებულ შედეგებს:

“ჩვენ ლელო არ შეგვიქმნია იმისათვის, რომ პარლამენტში მოვხვედრილიყავით, პარტია შევქმენით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ახალი ცხოვრება დაიწყოს, ტყუილიდან ამოვიდეს ეს ქვეყანა, გამოვიდეს იმ ორბიტიდან, რომელშიც მიგვაქანებს ქართული ოცნება. ცხოვრებაში თანამდებობისთვის არ მიბრძოლია, ჩემით შევქმენი ჩემი თავი და ასე გავაგრძელებდი, მაგრამ გადავდე ყველაფერი და ბოლომდე ვიბრძოლებ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ზუსტად ვიცი, რომ ტყუილი არ შერჩება ამ ქვეყანაში არავის. ადამიანს სულში ხელს რომ უფათურებ და მის არჩევანს თავისუფალ მიმართულებას არ აძლევ, ამ შეურაცხყოფას ქართველი კაცი არ გადაიტანს.

მე მათ დავუდგები მხარში, ამისთვის კი ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, ახლა აღარ არის პარტიების გარჩევების დრო, ახლა არის ადამიანების მიმართ ნდობის დაბრუნების დრო. ჩვენ უნდა ავუხსნათ ადამიანებს, მეგობრებო, რომ თუ ჩვენ ამას გადავყლაპავთ, თუ ჩვენ ამ “შულერებს” ამას შევარჩენთ, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის ვერ იქნება კიდევ რამოდენიმე ათეული წელი” – აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მას უნდობლობა გამოუცხადეს და რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს. გარდა ამისა, 8 ნოემბერს კიდევ ერთი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი, სადაც ასევე არასამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებსა და გაყალბებულ შედეგებს გააპროტესტებენ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved