პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ივანიშვილს არაფერი აქვს დასამტკიცებელი.
“თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ. ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი, სააკაშვილი, ეს გვარები ითქვა. ბიძინა ივანიშვილს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, დასამტკიცებელი თუ ვინმეს რამე ექნება, აქ ჩამოთვლილ გვარებს ექნებათ. იმიტომ, რომ მათ კონკრეტული ქმედებები, გადაწყვეტილებები და კონკრეტული მონაწილეობა აქვთ მიღებული.
თუ ეს კანონი ზუსტად იმ სახით იქნება მიღებული, პასუხები ექნებათ გასაცემი სწორედ მათ“. – ამბობს თალაკვაძე.
კომენტარები