• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა” – ირაკლი ალასანია

ალია ავტორი - ალია
17:40 02-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია რადიო თავისუფლების პოდკასტში „2150“ ამბობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

“ჩემი აზრით, უნდა მიიღოს ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა”, – ამბობს ალასანია, ამასთან აღნიშნავს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად იქნება “ცვლილებების არჩევნები”.

“ვერ ვიტყვი, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ყველა ვარიანტში შედგება და ამისთვის საზოგადოება სერიოზულად უნდა მოემზადოს. ყველა ვარიანტში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები იქნება ცვლილებების არჩევნები”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მანვე ისაუბრა უწყვეტ საპროტესტო აქციებზე და თქვა, რომ, მისი აზრით, “რაღაც ეტაპზე” ეს “პოლიტიკურ პროცესში უნდა გადაიზარდოს”.

“მე მგონია, რომ რაღაც ეტაპზე ქუჩის აქციები უნდა გადაიზარდოს რაღაც მოლაპარაკებაზე და გადაიზარდოს პოლიტიკურ პროცესში. აქცენტი უნდა გაკეთდეს კონკრეტულ მიზნებზე და იმედი მაქვს, ასეც მოხდება”, – თქვა ირაკლი ალასანიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ეს, ალასანია პასუხობს: “თუნდაც შემდეგი ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთობლივი მზადება და არჩევნებისთვის მზადებაში გაერთიანება”.

ამ თემაზე ჟურნალისტმა მას დამატებით ჰკითხა: “თვლით, რომ შემდეგი არჩევნები ისე შეიძლება ჩატარდეს, რომ მას არჩევნები ეწოდოს?” – რასაც მან ასე უპასუხა:

“სწორედ ამიტომაც, ალბათ, საჭიროა დიალოგი, ურთიერთობაც. არ მგონია, რომ აქ სრულყოფილი და იდეალური არჩევნები ჩატარდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მომზადება, ადგილზე დამკვირვებლების მობილიზება ბევრად უფრო უკეთესი შედეგის დადგომის შესაძლებლობას იძლევა”.

წყარო – რადიო თავისუფლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved