• რეკლამა
  • კონტაქტი
09:47, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიცია “ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს – ამის მაგალითია გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია”

ალია ავტორი - ალია
16:25 08-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ანალიტიკოსი, ნოდარ ხარჩილაძე, სოციალურ ქსელში წერს:

ჩვენი ორგანიზაცია წარმატებულად თანამშრომლობს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან, გვქონდა კონსულტაციები ევროპულ საქართველოსთან, სტრატეგია აღმაშენებელთან, ლელოსთან, გირჩთან, გამარჯვებულ საქართველოსთან, რესპუბლიკურ პარტიასთან, რასაც ახლა ვუყურებთ, ოპოზიციაში აშკარად იკვეთება სამოქალაქო ომის ნიშნები, რაც ძალიან სამწუხარო და არასწორია.

პირველ რიგში, სახიფათოა ის განცდა, რომ უკვე მოგებული გვაქვს არჩევნები და ამიტომ უკვე დაიწყო შიდა დაპირისპირება. ერთმანეთთან ბროლა არის სრული ნონსენსი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ქართული ოცნების შანსები არ ჩანს ცუდად და ასე თუ გააგრძელა ოპოზიციამ კიდევ უფრო დაასხამს მის წისქვილზე წყალს.

ყველაზე დიდი ძალა ოპოზიციაში, გამოცდილი და დიდი მხარდაჭერის მქონე არის ნაც მოძრაობა, რომელიც წესით ოპოზიციის ფლაგმანი უნდა იყოს და უნდა ცდილობდეს მის კონსოლიდაციას, რაც კარგი წინაპირობა იქნებოდა ხელისუფლების შეცვლისათვის. სამწუხაროდ, დღეს ამ პროცესს ვერ ვხედავთ პირიქით, ვიღაცის ჯინაზე რაღაცის კეთებას უფრო ვხედავთ. ნაციონალურის ნაცვლად ემოციური ფაქტორი უფრო გამოვიდა წინ.

კარგი მაგალითია გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და ამაზე დახარჯული რესურსი. თუ ის მართლა მხოლოდ 2%იანი ოპოზიციური ძალაა მაშინ იყოს, რა პრობლემაა. თუ მას მზარდი პოლიტიკური პოზიციები აქვს და ციფრები ამას აჩვენებს, მაშინ კიდევ უფრო უკეთესი. ის ხმებს დაამატებს მთლიან ოპოზიციურ ყულაბაში. პირადი ვენდეტის გამო მთელი კამპანიის ორგანიზება როგორც მინიმუმ კონტროროდუქტიულია. იგივე ეხება სხვა პარტიებთან ურთიერთობებს, შედეგად ზარალდება პროცესი.

ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს და აგრძელებს თანამშრომლობას პროდასავლურ ოპოზიციასთან, ჩვენ გავმართეთ და ვაპირებთ შეხვედრებს, ვაგრძელებთ და ვეცდებით ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ საქართველოში პოზიტიური ცვლილებების მოსატანად. ჩვენი სურვილია ვიხილოთ ნაკლები კინკილაობა და მეტი თანამშრომლობა, რაც უფრო რეალურს გახდიდა ოქტომბრის ბოლოს პროდასავლური ძალების გამარჯვებას.

თეგები: ნოდარ ხარჩილაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved