• რეკლამა
  • კონტაქტი
16:30, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიცია, გაერთიანდით 3 მოთხოვნის გარშემო” – სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები

ალია ავტორი - ალია
22:26 04-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
626

სინდისის პატიმრების მშობლებმა რუსთაველის გამზირიდან “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ოპონენტებს საგანგებოდ მიმართეს – რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები ოპოზიციურ პარტიებს სამი მთავარი მიზნის გარშემო კონსოლიდაციისკენ მოუწოდებენ.

კონკრეტულად, ოთხ კედელში გამოკეტილი ახალგაზრდების ნათესავები მოითხოვენ, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს და როგორც სინდისის პატიმრების გათავისუფლებისთვის, ასევე ხელახალი არჩევნების დასანიშნად იბრძოლოს.

პირველი მოწოდება ეხება პოლიტიკურ პარტიებს, ყველა პროდასავლურ და პროევროპულ პარტიას მოვუწოდებთ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ მთავარი სამი მიზნის გარშემო – ახალი არჩევნები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

მეორე, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს გთხოვთ და მოგიწოდებთ, გამოდით ქუჩაში და გააპროტესტეთ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ევროპიდან რუსეთისაკენ ცვლილება, დრაკონულ-სადამსჯელო კანონების მიღება, თქვენი თანატოლების წამება. საქართველოში დასრულდა დემოკრატია და ფესვებს იმაგრებს ტოტალიტარიზმი…

მოგიწოდებთ და გთხოვთ საქართველოს მოსახლეობას, ვიდრე დიქტატურისა და ტირანიის საცეცები თქვენამდე არ მოსულა, აიმაღლეთ ხმა და გააპროტესტეთ ქვეყნის რუსიფიკაცია, არჩევნების გაყალბება და პოლიტიკური პატიმრების არსებობა. გამოდით გარეთ.” – განაცხადეს სინდისის პატიმრების მშობლებმა. 

ასევე, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს მოგიწოდებთ, ნუ გახდებით ავტორიტარული რეჟიმის ყულაბა, ნუ გაამდიდრებთ რეჟიმის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. რაც უფრო მეტად გაჩუმდებით, მით უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ თვითმარქვია რეჟიმისთვის”. – განაცხადეს სინდისის პატიმრების მშობლებმა. 

გისოსებს მიღმა გამომწყვდეული ახალგაზრდების ოჯახის წევრები აანონსებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” მათ მოთხოვნებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე არ დააკმაყოფილებს, მაშინ პროტესტის უფრო მკაცრ ფორმებს – სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვას და კორუმპირებული ჩინოვნიკებისათვის დისკომფორტის შექმნას მიმართავენ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved