ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“მამუკა მდინარაძე სამარცხვინო ტექსტი წაგაკითხვინეს დღეს !
სიტყვა ,,რუსეთი” როგორ ვერ ახსენეთ რეზოლუციის პროექტში ?! რა დაგმართათ ამ კაცმა ასეთი ?!
ან რა ,,სამხედრო ესკალაცია” ? ესკალაციაა, რაც ახლა უკრაინის გარშემო ხდება ?
რაც შეეხება ოპოზიციას. გაეშვით, ხალხო. რას უპრავებთ ? რაზე ინაწილებთ პასუხისმგებლობას ? რაზე უნდა შეუთანხმდეთ ქართულ ოცნებას ?
ადექით, დაწერეთ ტექსტი უკრაინის შესახებ, მოაწერეთ ხელი, მიმართეთ საზოგადოებას და მოქალაქეებიც მოაწერენ. მერე წადით კიევში და გამოხატეთ მხარდაჭერა. მოწმინდეთ ამ ქვეყანას სირცხვილი და აჩვენეთ უკრაინას, რომ ქართული ოცნების სამარცხვინო პოზიცია არ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს.
ასევე ჩამოყალიბდით – ან გინდათ ეგ არალეგიტიმური პარლამენტი ან არ გინდათ !”
კომენტარები