მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება, ვერავინ დათვლის, რამდენჯერ მისცა კაცობრიობას ახალი შანსი – სიცოცხლის გადარჩენისა, თუ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ცხოვრების შეცვლა ერთ ოპერაციას და რამდენიმე წუთს შეუძლია.
“ალიას” დღევანდელი რესპოდენტი, 37 წლის მირიან ბერულავაა. იგი პროფესიით ჟურნალისტია. გვიყვება, რომ სიელმე და მხედველობის პრობლემა, დაბადებიდანვე აწუხებდა და ერთ-ერთი პირველი მოგონება მისთვის ისაა,3-4 წლის ასაკში, როგორ მოირგო მხედველობის სათვალე, რათა საბავშვო ბაღში სიარული შესძლებოდა.
ბავშვობის ოცნება, რომელიც სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ აისრულა, ფოტოგრაფიაა და დიდი იმედი მაქვს, მომავალში აუცილებლად შესძლებს ამ ოცნების რეალობად ქცევას.
მირიან ბერულავა;
– აფხაზეთიდან დევნილი ვარ. ჩემს ოჯახს მოუწია იმ ადგილის დატოვება, სადაც მთელი ცხოვრება გაატარეს. ადვილი არ იყო თან სტრესის გამკლავება და თან ყველაფრის თავიდან დაწყება. მხედველობის პრობლემები დაბადებიდან მაწუხებდა. სახის გარჩევაც არ შემეძლო სათვალის გარეშე, ქუჩასაც ვერ გადავჭრიდი უსათვალოდ. სათვალითაც კი, ხშირად მეღლებოდა თვალი და ამის გამო, კონცენტრაციაც მიჭირდა ხოლმე. იმის გამო, რომ მხედველობის პრობლემა იყო თვალშისაცემი, ახალგაცნობილ ადამიანებთან კომუნიკაციაც მირთულდებოდა. 36 წელი იყო არაკომფორტულად ასეთი პრობლემის გამო, ამის გადმოცემა რამდენიმე წინადადებით, ნამდვილად რთულია.
დაახლოებით 18 წლის წინ გავიგე პირველად, რომ ოპერაცია შესაძლებელია. ცხოვრების რთული, ეკონომიკურად არასტაბილური პირობებიდან გამომდინარე, ვერა და ვერ მოვახერხე ოპერაციის გაკეთება და ამდენი წლის მანძილზე, მხოლოდ ოცნება შემეძლო ამაზე.
– და მაინც მოახერხეთ და გაიკეთეთ ოპერაცია, 18 წლიანი ლოდინის შემდეგ. კლინიკა როგორ აირჩიეთ?
– ნანუკა ჟორჟოლიანი დამეხმარა, მან შეარჩია ნიუ ჰოსპიტალსი. ის იყო შუამავალი ჩემსა და კლინიკას შორის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში ეს დახმარება, რადგან მისი წყალობით, ყველაზე მთავარი ოცნება ავისრულე.
– ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, სწორად შეირჩა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის კლინიკა?
– ჯერ კიდევ კლინიკაში შესვლისთანავე, ადმინისტრაციასთან შეხვედრისას უკვე მივხვდი, რომ კარგ ხელში მოვხვდი ყველა კეთილად განწყობილი, თავაზიანი, პროფესიონალი. ყველა დეტალს საგულდაგულოდ ამოწმებდნენ. ოპერაციამდე ყველა კვლევა და ანალიზი რომ ერთ სივრცეში გამიკეთდა, ეს ჩემთვის დიდი კომფორტი იყო. პირველ რიგში, დამეხმარა ოფთალმოლოგი გრიგოლ ქამუშაძე, სიელმის ოპერაცია კი, ოფთალმოქირურგმა, მაია საგინაშვილმა, გამიკეთა. ოპერაციიდან 10 თვე გადის და ჯერ ისევ მიჭირს იმის გააზრება, რამდენად შეიცვალა ჩემი ცხოვრება.
– და მაინც, რა შეიცვალა?
– არც ვიცი რას შევადარო, ამიტომ ასე ვიტყვი – ოპერაციამდე პერიოდსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდს შორის სხვაობა ისეთია, როგორც ცასა და დედამიწას შორის – ანუ, აუწონელი და განუსაზღვრელი. ვერაფერი აღწერს იმ შეგრძნებას, როცა სათვალის გარეშე შეიძლება გაარჩიო სახეები, იარო ქუჩაში, აღარ იყოს თვალის პრობლემა ასე თვალსაჩინო. სხვათა შორის, ბევრი მეუბნება, რომ ასეთ კარგ შედეგს არ ელოდა და ამ ოპერაციამ ძალიან შემცვალა. მგონია, რომ თავდაჯერებულობა მომცა, პირველ რიგში.
– ბავშვობაში ან მოზარდობაში, იყო რამე ოცნება, რაც ვერ აიხდინეთ მხედველობის პრობლემის გამო?
– კი, ფოტოგრაფობა მინდოდა მესწავლა, პროფესიონალურ დონეზე. სამწუხაროდ, თვალის პრობლემის გამო, ეს ოცნება ვერ ავისრულე.
– არც ახლა მგონია გვიანი და იმედია, აიხდენთ ამ ოცნებას. რას ურჩევდით მას, ვისაც სურს ოპერაციის გაკეთება და ყოყმანობს?
– არ ვიცი, ჩემი, ერთი ადამიანის რჩევას რამდენად და ვინ გაითვალისწინებს, მაგრამ პირადი მაგალითით ვიტყვი – მხედველობის პრობლემის გამოსწორება ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც შეიძლება საკუთარ თავს აჩუქო, ბევრად პროდუქტიული და თავდაჯერებული ხდები, აღარ გაქვს მუდმივი სტრესი, რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე, რამდენი ბედნიერი წუთი გელის წინ და თუ გადაწყვეტ ოპერაციას “ნიუ ჰოსპიტალსის” გუნდი, სწორედ ის გუნდია, ვისაც შეგიძლია ენდო. ამ გადასახედიდან, ზუსტად ვიცი, ყველა ადამიანი იმსახურებს, სამყაროს უყუროს მკაფიო და ნათელი მზერით.
(R)














კომენტარები