• რეკლამა
  • კონტაქტი
19:06, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ონანობა, ბარბარობა, სარკობა” – რა ახალი ნორმა შემოდის კანონში? – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
21:44 04-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,622

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

“სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ნორმა შემოდის-ვანდალიზმი, ოღონდ ვანდალობა უნდა ერქვას ამასო, რადგან უფრო ქართულიაო:))

არ შევუდგები ამ საკითხზე ლინგვისტური კამათის მიმოხილვას. “იზმების”, “ზაციის”( პრივატიზაცია თუ პრივატიზება) და სხვა მსგავსი დაბოლოების მქონე სიტყვების ოფიციალურ გამოყენებაში რომ დომხალია, ეს არახალია და კიდევ დიდხანს არაფერი ეშველება, თუ ეშველება საერთოდ.

საკითხი სხვა კუთხითაა საინტერესო-რატომ მაინცდამაინც ახლა გაჩნდა ამის მოთხოვნა? როგორც ჩანს, ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლები დღემდე ვერ მოუნელებიათ და მათ წინააღმდეგ უფრო მორალურად გამანადგურებელი ტერმინის გამოყენება მოინდომეს-სად ნივთის დაზიანება და სად ველურობა, უკაცრავად, ვანდალობა.

გადავწყვიტე დავკითხვოდი პროფესიონალებს და ჩავაგდე ეს ამბავი ერთ-ერთ საინტერესო ფეისბუკჯგუში. რა პასუხიც მივიღე, ქვემოთ მოგახსენებთ:

-დამცინავი: მაშინ ონანიზმი უნდა იყოს ონანობა, ბარბარიზმი-ბარბარობა, სარკაზმი-სარკობა და ა.შ. ?

სერიოზული: ხომ არ აჯობებდა “მავნებლობა”? მე მგონი არაა ცუდი, შინაარსით მართლაც იგივეა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ხალხის მტრებს და მავნებლებს ხვრეტდნენ. მავნებლობა ძალიან მძიმე მუხლი იყო, პოლიტიკურ რეპრესიებთან ასოცირდება, თუმცა, დიდი დროა გასული და შეიძლება ახლა სხვა შინაარსით მართლა დაბრუნდეს კანონში.

მთავარი კი ის არის, რომ ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა დიდი რომანტიზმით, ბოდიში, რომანტობითაა დაკავებული და მოკლებულნი არიან ჯანსაღ სკეპტიცობას.?”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved