ომის გეგმებში არ შედის უკრაინაში არსებული ხელისუფლების ჩამოგდების საკითხი- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით ტვ პირველი ავრცელებს.
ომის გეგმებში არ შედის არც უკრაინის ოკუპაცია, არც მისი სახელმწიფოებრიობის რღვევა, არც ხელისუფლების ჩამოგდება. ომი არ არის მიმართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქში, ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის დროს ისევ ცეცხლი გაუხსნეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები.
კომენტარები