• რეკლამა
  • კონტაქტი
05:48, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომიკრონის” გავრცელების საფრთხის გამო შესაძლოა ევროპა მოახლოებულ დღესასწაულებს ლოქდაუნში შეხვდეს

ალია ავტორი - ალია
12:55 12-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“ომიკრონის” გავრცელების საფრთხის გამო, შესაძლოა ევროპა მოახლოებულ დღესასწაულებს ლოქდაუნში შეხვდეს.

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მკაცრი გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ნიდერლანდებია, სადაც იანვრის შუა რიცხვებამდე მხოლოდ აფთიაქები და სურსათის მაღაზიები იმუშავებს.

შესაძლოა რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება მოუწიოს დიდ ბრიტანეთსაც, ლონდონი უკვე წითელი ზონაა.

კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა პოლონეთსა და ირანშიც.

საფრთხის გამო, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც იანვარში უნდა ჩატარებულიყო, სავარაუდოდ ზაფხულამდე გადაიდება.

“ახლავე უნდა დავიწყოთ მოქმედება, რომ უარესი შედეგები ავიცილოთ თავიდან. ლოქდაუნი უსაფრთხოების ზომების თვალსაზრისით დავაწესეთ,” –  განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.

რთული ვითარებაა გაერთიანებულ სამეფოშიც. ომიკრონმა ჯანდაცვის სიტემა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა.

ბოლო 24 საათში, 82 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 72%-ით აღემატება გასული კვირის მონაცემებს. ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში, ომიკრონის შემთხვევები 37 ათასს სცდება.

ახალი შტამი დრამატული სისწრაფით, განსაკუთრებით ლონდონში ვრცელდება.

“საავადმყოფოებში პაციენტების მიღება ხშირდება, შესაბამისად პერსონალის რაოდენობაც არასაკმარისი ხდება. საერთო კონსულტაციებით მივედით დასკვნამდე რომ ეს სერიოზულ სახეს იღებს,”- ამბობს ლონდონის მერი სადიქ ხანი.

ახალი შტამი 7 ადამიანს დაუფიქსირდა პოლონეთში. ომიკრონის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ირანში. მთავრობები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

“ომიკრონის” საფრთხის გამო, ისრაელმა მოქალაქეებს აშშ-ში, თურქეთში, გერმანიასა და კიდევ შვიდ ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა. ე.წ. წითელ ნუსხაში ასევე დაამატეს ბელგია, უნგრეთი, იტალია, კანადა, პორტუგალია, შვეიცარია და მაროკო. უცხოელების ისრაელში ჩასვლა თვის ბოლომდეა აკრძალული.

მზარდია ახალი შემთხვევების რიცხვი შტატებშიც. ქვეყნის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ საშობაო მოგზაურობები ომიკრონის გავრცელებას გაზრდის.

“ეჭვი არ არის, რომ ომიკრონს გავრცელების გამორჩეული შესაძლებლობა აქვს. ის მთელს მსოფლიოში ძლიერდება. არავაქცინირებული პირები, მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის ბევრად მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან,”-  აცხადებს ენტონი ფაუჩი.
 
ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია.

თუ ვირუსი სწრაფი ტემპით გააგრძელებს გავრცელებას, სახელმწიფოები არ გამორიცხავენ, არავაქცინირებული პირებისთვის კიდევ უფრო მეტი აკრძალვა დააწესონ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved