აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ომიკონზე ყოველდღიურად ახალი ცოდნა გროვდება. პირველადი მონაცემებით დაავადების მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევა. ჯერ-ჯერობით სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს. კოვიდ გადატანილებში დაინფიცირების ალბათობა, როგორც პირველადი მონაცემებიდან ირკვევა, არის საკმაოდ მაღალი. თავს გაუფრთხილდით“ – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
კომენტარები