• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ომი გვინდა თუ მშვიდობა? მიშა არ ჭამს თუ ვერ ჭამს?“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
22:13 02-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
649

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„ომი გვინდა თუ მშვიდობა? მიშა არ ჭამს თუ ვერ ჭამს?
ჟურნალისტები და პოლიტიკური აქტორები ცდილობენ იმის მტკიცებას, თითქოს საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხს ეს ორი მთავარი პრობლემა განსაზღვრავს.
დღეს ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვები, რომლებზეც იგება საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი.
ქართველ ოპოზიციონერთა შორის პირდაპირ არავინ აცხადებს- საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსსო.
მიუხედავად ამისა, არ ჩერდება მოთხოვნები, რომ ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინას, მოახდინოს ქართველი მებრძოლების ლეგიტიმაცია, შეწყვიტოს ყველანაირი ეკონომიკური კავშირი რუსეთთან და ა. შ. რაც ნიშნავს არაპირდაპირ პროვოცირებას, ჩაგვრთონ წინასწარ წაგებულ ომში.
როდესაც მათ ეკითხები, ცხინვალში ან აფხაზეთში განთავსებული რამდენიმე ათეული ტანკი და ასეული მებრძოლი რომ შემოვიდეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? – უნდა მიმართოს გაეროს, ნატოს, ევროკავშირს და მოითხოვოს ამ ყველაფრის დაგმობა, თუ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიოს მტერს? ალბათ იტყვიან, ერთიც უნდა გააკეთოს და მეორეცო, რადგან ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია ყველა საშუალებით გაუწიოს წინააღმდეგობა მის საზღვრებში შემოჭრილ უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებსო.
თეორიულად ყველაფერი მარტივია, როცა მძიმე შედეგის დადგომის შემდეგ პასუხი შენ არ მოგეთხოვება არც ქმედებაზე და არც მცდარ და ქვეყნისთვის დამაზიანებელი თეორიის ქადაგებაზე.
ამიტომაც ცხელი თავები ასე ადვილად განსჯიან ომის და მშვიდობის საკითხს.
მოაზროვნეთათვის და ქვეყანაზე მოფიქრალთათვის მნიშვნელოვანია რა იქნება შედეგი. რამდენ დღეში თუ კვირაში დაიკავებს რუსული არმია საქართველოს მთელ (ან უმრავლეს) ტერიტორიას.
გასაგები მიზეზების გამო, სასწრაფო წესით მოწოდებული შეიარაღებითაც ვერ შევძლებთ რუსეთისათვის ისეთი წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც საბოლოოდ ომის წაგებითა და ჩვენი ქვეყნის განადგურებით არ დასრულდება.
პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ისეთი ომის წარმოებაა, სადაც გამარჯვების მინიმალური შანსი არსებობს, თორემ წინასწარ წასაგებად და დიდი მსხვერპლისთვის განწირულ ომში ჩაბმა, ან პროვოკაციაა ან სიბრიყვე.
ვითომ ჩვენი კეთილმოსურნენი, საქართველოს ხელისუფლებას, სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით, წინასწარ წაგებულ ომში ჩართვას აიძულებენ.
ასეთი ომის თავიდან აცილება არის სწორედ ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი და არა პირიქით.
ჩვენთან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში მოგებული ბევრი იქნება (ევროპაც, აშშ-ც, უკრაინაც და რუსეთიც), ხოლო წაგებული და დამარცხებული კი მხოლოდ ერთი- საქართველო.
ვიღაცეები ამბობენ, უკრაინა რომ ომობს, ამიტომაცაა ის ყველაზე ახლოს ევროკავშირთან, თორემ სად არის ამ ქვეყანაში დემოკრატიაო. იომოს საქართველომ და მასაც ტაშს დაუკრავს ევროპაც და ამერიკაცო.
ჩვენთვის ევროკავშირში ყოფნა არა მიზანი, არამედ საშუალებაა უკეთესი ცხოვრების მისაღწევად.
რა თავში ვიხლით ნებისმიერ კავშირში გაწევრიანებას, თუ ის ჩვენს ქვეყანას დაანგრევს და გაანადგურებს?
დაახლოებით ამ პრიზმაში განიხილავენ ზოგიერთები სააკაშვილის არ ჭამა-ვერ ჭამის საკითხს და აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან დაახლოებასა თუ დაშორებას.
სააკაშვილისათვის სასჯელის აცილების მიზნით, მილიონად დაქირავებული ლობისტების სტრატეგია, მიშას ჯანმრთელობის გაურესებაზე გადის.
ყოფილი პრეზიდენტის მიერ არჩეული ტაქტიკური სვლები სწორედ ამაზე მიუთითებს.
თმააჩეჩილი, წვერგაუპარსავი, პირდაუბანელი სააკაშვილის წარდგენა საზოგადოების წინაშე, სიმულაციური გულისწასვლები და გულისრევები (რომლის შემსწრე არავინ ყოფილა) გარკვეულ ეფექტებს ახდენს, როგორც ქართველი ნაცსექტანტების აქტივისტებზე, ისე საქმეში ჩაუხედავი ზოგიერთი დასავლელი ობივატელის “სათუთ” გრძნობებზეც.
ლობისტების სტრატეგიამ სასურველი შედეგები ვერ დადო.
ნაცების ახალმა ხელმძღვანელობამ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებულ ყოველდღიურ მინი საპროტესტო აქციების მოწყობაში ნახა.
საყოველთაო მოსაზრებით, ამან კიდევ უფრო დააჩქარა ნაცების დეგრადაცია- დელეგიტიმაციის პროცესი, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური საპროტესტო აქციის მიზანი, ძალის დემონსტრირებაა. ნაცები კი თავის მინი აქციებით მხოლოდ უძალობის დემონსტრირებას ახდენენ.
წელსაც ისევე როგორც შარშან, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატად მიღების საკითხი მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით გადაწყდება.
მოცემული 12 რეკომენდაციის თუ ულტიმატუმის შესრულების მიუხედავად, გადაწყვეტილების მიმღებნი იმოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და მივიღებთ იმ პასუხს, რასაც ჩათვლიან მომგებიანად.
ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ინტერესებს და არა იმას თუ რას გვკარნახობენ ან რას იტყვიან ჩვენზე მავანნი.“
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved