• რეკლამა
  • კონტაქტი
16:32, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომი დაუბრუნდეს რუსეთს” – რადამ ზელენსკის “გამარჯვების გეგმა” დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
18:13 10-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,880

უკრაინის პრეზიდენტმა რადას “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა – როგორც უმაღლესი რადას წინაშე გამოსვლისა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, “გამარჯვების გეგმა” ომის დიპლომატიური დასრულების “ხიდია”, რადგან მისი სისრულეში მოყვანა რუსეთს მოლაპარაკებების წარმოებასა და აგრესიაზე უარის თქმას აიძულებს.

ზელენსკის მიერ წარდგენილ გამარჯვების გეგმას უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

უმაღლესმა რადამ უკრაინის გამარჯვების გეგმა მიიღო. უკრაინის პარლამენტი ზელენსკის მიერ წარდგენილ გეგმას მხარს უჭერს. რადა გამარჯვების გეგმის განხორციელებაში სრულად ჩაერთვება”, – თქვა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა.

ზელენსკიმ გეგმის ხუთი პუნქტი დაასახელა:

პირველი – უკრაინის ნატოში ომის დასრულებამდე მიწვევაა.

მეორე – სამხედრო ოპერაციები. ზელენსკის თქმით, აუცილებელია “ომი რუსეთს დაუბრუნდეს”, რამაც, მისი აზრით, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთში სოციალური დაძაბულობის გაზრდა და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი. უკრაინის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების გაგრძელება რუსეთის რიგ ტერიტორიაზე. ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღზე და უკრაინასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვაში, კერძოდ, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები და თვითმფრინავები.

მესამე –  სტრატეგიული შეკავება. ეს გულისხმობს უკრაინაში ძლიერი სტრატეგიული არაბირთვული იარაღის განლაგებას, რამაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა აიძულოს რუსეთი დაიწყოს მოლაპარაკება.

მეოთხე – უკრაინის სტრატეგიული და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაა. სხვა საკითხებთან ერთად, ზელენსკი მოკავშირეებს სთავაზობს უკრაინის ღირებული რესურსების – კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის ერთობლივ დაცვას.

მეხუთე –  უკრაინელი სამხედროების გამოყენება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატოს ქვეყნებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების თავდაცვის გასაძლიერებლად, კერძოდ, ევროპაში სამხედრო ბაზებზე ამერიკელი სამხედრო პერსონალის უკრაინული სამხედროებით შეცვლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved