• რეკლამა
  • კონტაქტი
02:53, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ომი არ დამთავრდებულა” – რას გააკეთებს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბაჩო ახალაია? – ანი ნადარეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:46 06-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

“ცხოვ­რე­ბამ დამ­ცი­ნა”, – გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის” გა­და­ცე­მა­ში “მხო­ლოდ ლე­ლას­თან”.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა ად­ვო­კა­ტის ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა და ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად დი­ლის 10 სა­ა­თი­დან 6 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდს მე­უღ­ლეს­თან, ცი­ხე­ში ატა­რებს.

“იმის ფონ­ზე, რა­საც ვა­კე­თებ­დით – წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე ვმუ­შა­ობ­დით, ვიბ­რძო­დით, აქეთ შე­მოგ­ვიტ­რი­ალ­და ყვე­ლა­ფე­რი და დაგ­ვაბ­რა­ლეს გა­უ­გო­ნა­რი ის­ტო­რი­ე­ბი. მეს­მო­და ბევ­რი რამ… ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ბაჩო რომ და­ი­ჭი­რეს, მერე გა­ვი­გე, რომ თურ­მე სას­ტი­კი და ჯა­ლა­თი იყო, ნას­ვა­მი შე­დი­ო­და შამ­პა­ნუ­რით ხელ­ში ცი­ხე­ებ­ში და ვი­ღა­ცებს სცემ­და (არა­და, ცხოვ­რე­ბა­ში შამ­პა­ნუ­რი არ და­უ­ლე­ვია). მე ხო ვი­ცო­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი იყო, მე ხომ ბა­ჩოს ვიც­ნობ­დი. მძი­მე იყო ეს ჩემ­თვის – უსა­მარ­თლო­ბის, უმ­წე­ო­ბის გან­ცდა.

რო­დე­საც ეს კად­რე­ბი გა­ვი­და, ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ვი­ყა­ვი, თვე­ე­ბის მყავ­და კესო. კად­რე­ბი იყო შო­კის­მომ­გვრე­ლი, ასე­თი რამ თუ ოდეს­მე სად­მე ხდე­ბო­და, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ვიდ­რე გა­ვი­გებ­დი რა იყო ეს კად­რე­ბი, ში­ნა­გა­ნად მა­კან­კა­ლებ­და, ასე­თი რა­ღაც რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ბა­ჩოს­თან არ და­მი­კავ­ში­რე­ბია, რად­გან იმ­ჟა­მად შს მი­ნის­ტრი, მა­ნამ­დე კი თით­ქმის 4 წე­ლი­წა­დი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო. სა­ღა­მოს, როცა ბაჩო მო­ვი­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მა­შინ გა­ვი­გე, რომ ბა­ჩოს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან დიდი თვა­ლე­ბით ვი­ყუ­რე­ბო­დი, ვერ ვხვდე­ბო­დი ბაჩო რა შუ­ა­ში იყო ამ ყვე­ლა­ფერ­თან. მი­თხრა, რომ ცი­ხე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თე­მაა, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან მი­დის, ოღონდ თვი­თო­ნაც არ იცის რა­ტომ, სა­ერ­თოდ არ იცის, მსგავ­სი რამ თუ ხდე­ბო­და, სა­ხე­ზე ეტყო­ბო­და, რომ თვი­თო­ნაც შოკ­ში იყო.

ბაჩო რომ და­ა­კა­ვეს და ჩვენს მი­მართ იყო მუ­ქა­რა, გი­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ავი­ტა­ნეთ. ცდი­ლობ­დნენ, რომ მას­ზეც ყო­ფი­ლი­ყო ეს ზე­წო­ლა. დაჰ­ყავ­დათ ცი­ხი­დან ცი­ხე­ში. და­კა­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე შე­იყ­ვა­ნეს ქურ­დე­ბის ცი­ხე­ში. მივ­ხვდი, რომ იქ იმის შეს­ვლა, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნებს ებ­რძო­და, ძა­ლი­ან სა­ში­ში იყო. მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრი უნდა გა­და­მე­ტა­ნა იქ, სა­დაც ბაჩო იყო. ნო­ემ­ბე­რი იყო, ავი­ღე თბი­ლი პლე­დი, თერ­მო­სით ცხე­ლი წყა­ლი წა­ვი­ღე და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, იქ მან­ქა­ნა­ში ვა­თე­ნებ­დით. მერე გა­და­იყ­ვა­ნეს გლ­და­ნის ცი­ხე­ში, ად­ვო­კა­ტის­გან ვი­ცო­დი, რო­მელ კორ­პუს­ში და სარ­თულ­ზე იყო. იქ იყო შე­მაღ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი და იქე­დან დურ­ბინ­დით ვუ­ყუ­რებ­დი. არ ვი­ცო­დი, ცო­ცხალს და­ტო­ვებ­დნენ თუ არა… ჩემ­თვის იმ პე­რი­ოდ­ში მთა­ვა­რი იყო, რომ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ბა­ჩოს არ უნ­დო­და, რომ ცი­ხე­ში მი­მეყ­ვა­ნა შვი­ლი. იმი­ტომ რომ, პა­ტა­რა იყო. მერე უკვე რო­დე­საც წერა-კი­თხვა, წე­რი­ლე­ბის წერა ის­წა­ვა­ლა, მამა-შვილს შო­რის მი­წერ-მო­წე­რა და­ი­წყო და ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მის­თვის იქ­ნე­ბო­და კარ­გი, ერ­თმა­ნეთს შეხ­ვედ­როდ­ნენ. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, პირ­ბა­დით, ხა­ლა­თით, შუ­შით. ორი­ვეს მხრი­დან ძა­ლი­ან დიდი ემო­ცია იყო, ორი­ვე ძა­ლი­ან დიდ­ხანს უყუ­რებ­და ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში.

ბა­ჩოს დედა იყო სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც დედა, ისე და­მაკ­ლდა მეც, იმი­ტომ, რომ ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო. ბა­ჩოს­თვის მი­ლი­ონ­ჯერ კი­დევ უფრო მძი­მე იყო ეს თემა, ჯერ ერთი ის, რომ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და, სა­სა­მარ­თლო­ებ­ზე შო­რი­დან ნა­ხუ­ლობ­და და თვა­ლებს ვერ უს­წო­რებ­და, ეცო­დე­ბო­და, რომ ქალი ერთი შვი­ლის სა­სა­მარ­თლო­დან, მე­ო­რე შვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ზე გა­და­დი­ო­და, მერე რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ქმრის სა­სა­მარ­თლო­ზე – დღე­ში სამ სა­სა­მარ­თლო­ზე და­დი­ო­და, ამ­დენ რა­ღა­ცას ის­მენ­და და ვერ გა­უძ­ლო. ბაჩო და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე არ წა­ვი­და, იმი­ტომ რომ ხელ­ბორ­კი­ლე­ბით და ავ­ტო­მა­ტე­ბი­ა­ნი ბად­რა­გის თან­ხლე­ბით უნდა მი­სუ­ლი­ყო და უარი თქვა.

“რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბაჩო ცი­ხეს და­ტო­ვებს. რომ გა­მო­ვა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­სა­უბ­რე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თა­ნაც კი­თხვე­ბი აქვს, შვი­ლებს არ და­უ­ტო­ვებს უპა­სუ­ხო კი­თხვებს. ძა­ლი­ან გვინ­და, რომ ოჯა­ხი, შვი­ლებ­თან ერ­თად, ჩავ­სხდე­ბით მან­ქა­ნა­ში, თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე გა­და­ვი­დეთ და სა­დაც დაგ­ვი­ღამ­დე­ბა, იქ გა­ვა­თე­ნოთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ად­გი­ლია, სა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვის­ვე­ნებ­დი, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლად ვერ ვიქ­ნე­ბით. ნე­ბის­მი­ერ თურ­ქულ სო­ფელ­შიც კი ბევ­რად თა­ვი­სუფ­ლად ვიქ­ნე­ბი და ეს მე­ნატ­რე­ბა. მინ­და, რომ მარ­ტო ვიყო ჩემს ოჯახ­თან.

ბაჩო რომ გა­მო­ვა, ზუს­ტად ვიცი, რომ მშვი­დად ვერ ვი­ცხოვ­რებ, იმი­ტომ, რომ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის, მაგ­რამ მე ამის­თვის მზად ვარ. ომი არ დამთავრდებულა, რე­ა­ლუ­რად სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ახლა და ნამ­დვი­ლად არ მაქვს ის ილუ­ზია, რომ მშვი­დად ვი­ცხოვ­რებთ. ბაჩო რომ გამოვა, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შინაურებსაც და გარეულებსაც, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს”

თეგები: ბაჩო ახალაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება

11:46 11-18-2025
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება

10:42 11-18-2025
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved