• რეკლამა
  • კონტაქტი
13:26, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომბუდსმენი: კანონის მიღება უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა ულებრივ მდგომარეობაზე

ალია ავტორი - ალია
17:49 06-01-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
468

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება, ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე”.

„პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის. დღეს, 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირებით ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვის ვალდებულება იკისრა. ამიტომ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევაფასოთ ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, აღნიშნულ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი.

ბოლო წლებში არსებული პროგრესის და არაერთი წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავაც არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დაცვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხი, რადგან საქართველოში მოქმედი პროგრამები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას – მათი შემდგომი დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად. ასევე, აღსანიშნავია ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობა, სარეაბილიტაციო, თუ ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების სიმწირე და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა.

კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება, თავად ბავშვებისა თუ საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს – ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება.

ბავშვთა უფლებებზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზგასასმელია ბავშვთა აზრის მოსმენის, მონაწილეობისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლება კოდექსით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა რეალიზების ხელშეწყობა. ბავშვებს უნდა შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები მათთვის მისაღები ფორმით. ხოლო, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას და თითოეული ქმედების განხორციელებამდე, შეაფასოს აღნიშნულის გავლენა ბავშვთა კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება.

ბოლო პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საფუძველზე, ბავშვები გახდნენ მუქარის, სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი მიმართვების, მასტიგმატიზებელი განცხადებების ადრესატები.

მიუღებელია, როცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები.

აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოების, მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის როლზე, რადგან ბავშვების უსაფრთხოება და მათი დაცვა ერთერთ მთავარ ღირებულებას და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მათ უსურვებს ევროპულ ქვეყანაში, უსაფრთხოდა კეთილსაიმედო გარემოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მათგანის უფლებები და თავისუფლებები თანაბრად და თანასწორად იქნება დაცული.

სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეზე კვლავ განაგრძობს ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას, მათი განუხრელი დაცვის მიზნით” – წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved