“ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც ინტეგრირებულია ხელისუფლებაში და არა ზოგადად პოლიტიკაში,” – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც ინტეგრირებულია ხელისუფლებაში და არა ზოგადად პოლიტიკაში.
შესაბამისად, სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით აღწევს წარმატებას ბიზნესში და შემდგომ მიღებული შემოსავლებით ზემოქმედებს პოლიტიკაზე.
ოპოზიციონერ მდიდარ ადამიანს რეალურად არ აქვს ბიზნეს-წარმატების მისაღწევი ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტები და ამიტომ ის ვერ ჩაითვლება ოლიგარქად.
მაგალითად, რუსეთში ხოდორკოვსკის არავინ თვლის ოლიგარქად, ხოლო ფრიდმანს თვლიან,” – წერს გია ხუხაშვილი.
კომენტარები