• რეკლამა
  • კონტაქტი
09:49, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვგმობთ – ამას ICAO არ აღიარებს” – ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი რეისი შესრულდა

ალია ავტორი - ალია
18:52 05-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,411

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან პირველი რეისი განხორციელდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ ამოქმედებული აეროპორტიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით, პროტესტი გამოითქვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან. სააგენტოს შეფასებით, საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გარდა იმისა, რომ  წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებას. 

“ნებისმიერი ავიაკომპანიის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან, რომელიც არ არის სერტიფიცირებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და სადაც, ქართული მხარე მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობა, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) დარღვევას.

იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობა, ადგილზე შეაფასოს აეროდრომის ტექნიკური მდგომარეობა და მისი ვარგისობა ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შესაბამისად,  საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის არმქონე აეროპორტიდან, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებას.” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სოხუმში ფრენების დაწყებას ოცნების მთავრობიდან ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს.

“ჩვენი პოზიცია ცალსახაა – საქართველო აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს! ეს მხოლოდ ჩვენი პოზიცია არ არის – ამას მხარს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO უჭერს. ჩვენ ICAO-სთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს. ეს ICAO-ს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე ეწინააღმდეგება “ოკუპაციის შესახებ“ კანონს.

როცა ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შემოწმება, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების შეფასება ვერ ხდება, ამას ICAO არ აღიარებს.

საუბარია რამდენიმე სანქცირებული კომპანიის ოპერირებაზე, მაგრამ გვესმის, რომ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა ჩვენი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არის ძალიან მკაფიო,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი კი საქართველოს ორმაგ სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს და ურჩევს რომ რეალობას შეეგუოს.

“საქართველომ, საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, ჩვენი აეროპორტი უკანონოდ გამოაცხადა, თუმცა კანონი ხალხისთვის და ხალხისთვის უნდა მუშაობდეს. ადამიანების გადაადგილების, მათი კომფორტის საკითხი – ეს არის მთავარი და ჩვენ ამას რუსეთთან ერთად და რუსეთის დახმარებით ვახორციელებთ. და საქართველო ამას უნდა შეეგუოს,” – განუცხადა ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ.

ლოლუას თქმით, თავად საქართველოს არ მოსწონს, როცა ზოგიერთი დასავლური ქვეყანა მისი სუვერენული უფლებების განხორციელების შეზღუდვას ცდილობს, გარკვეული კანონების მიღებაში ან არმიღებაში, თუმცა აფხაზეთთან მიმართებით იგივე მიდგომებს იყენებს.

“როდესაც საქმე აფხაზეთს ეხება, საქართველო იგივე მიდგომებს იყენებს… აი, ორმაგი სტანდარტები. ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ, მაგრამ საქართველო წარსულში რჩება, ის უარს ამბობს თანამედროვე რეალობის მიღებაზე,” – განაცხადა ლოლუამ.

წყარო – მთავარი არხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved