• რეკლამა
  • კონტაქტი
19:59, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა

ალია ავტორი - ალია
16:10 02-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაურმა ბესარიონ აპლიამ განუცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ მოსკოვის საპატრიარქო დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის პრობლემას მოაგვარებს და მის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებს გარეთ.

„მოსკოვის საპატრიარქო დაგვეხმარება ჩვენ დამოუკიდებელ პოზიციაში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში აფხაზეთში. ავტოკეფალიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია – ჯერ ავტონომიაა აღსადგენი. ჩვენთან მიმდინარეობს აფხაზეთის საკათალიკოსოს აღდგენა, რაც ძალიან ხანგრძლივი პროცესია. რუსეთის გარდა კავკასიაში არავის აღუდგენია მართლმადიდებლობა“, – ამბობს აპლია.

მისი თქმით, ყველაზე მთავარია, რომ აფხაზეთი არ დაუკავშირონ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

„ამას ჩვენ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ქართველები არ იქნებიან თანახმა, მაგრამ ჩვენ აფხაზეთის შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი და ეს არის ყველაზე მთავარი. მაშინ ჩვენი საკითხი მარტივად გადაწყდება, რადგან მოსკოვიც ვერ იგებს გვსურს თუ არა კონსტანტინოპოლი, თუ მათთან ერთად გვინდა მართლმადიდებლობის აღდგენა“, – ამბობს აპლია.

მანვე აღნიშნა, რომ „აფხაზეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის“ აღსადგენად მოსკოვის საპატრიარქო გაუწევს ორგანიზებას მსახურებების ჩატარებას აფხაზურ ენაზე, რისთვისაც რუსეთში გამოიცემა სპეციალური ლიტერატურა.

„დალაგდება სათარგმნელო კომისიის მუშაობა, აფხაზეთი მიიღებს საეკლესიო აღჭურვილობებს და მრავალ სხვას“, – აცხადებს აპლია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved