ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 421 ადამიანს. მათგან კორონავირუსი 98-ს დაუდასტურდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ხუთ კოვიდცენტრში 236 კოვიდპაციენტია. მათგან 39-ის მდგომარეობა მძიმეა. სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 101 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა 7 602-ს შეადგენს.
კომენტარები