• რეკლამა
  • კონტაქტი
14:50, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ჩაიშალა

ალია ავტორი - ალია
14:11 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ჩაიშალა.

„1-ელ სექტემბერს, სტამბოლში სურსათისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა „CNR Food Istanbul“-ი გაიხსნა. ალკოჰოლური სასმელებისა და ღვინის მცოდნეების მეორე სპეციალურ სექციაში აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაწილეობა იყო დაგეგმილი. „CNR Food Istanbul“-ი უნიკალური ბიზნეს-პლატფორმაა, რომელშიც ასზე მეტი ბრენდი მონაწილეობს. სამწუხაროდ, თურქეთში საქართველოს საელჩომ პროტესტი გამოთქვა აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტით მიმართა. თურქეთის საგარეო უწყების ზეწოლის შედეგად, გამოფენის ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ ბოლო მომენტში აფხაზეთი მონაწილე ქვეყნების სიიდან ამოეღოთ“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ განცხადებაში.

დე ფაქტო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ კვირას, ანალოგიური შემთხვევა მოხდა, როდესაც ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატას“ უარი ეთქვა „WorldFoodPoland“-ის გამოფენაში მონაწილეობაზე, რომელიც 2022 წლის აპრილში ვარშავაში გაიმართება.

„ამგვარი შემთხვევები ტრადიციად იქცა საქართველოსთვის. მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს საელჩოები სწრაფად რეაგირებენ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამ პროცესს ხელს უშლიან. ეს სერიოზულ ზიანს აყენებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობას, რაც აფხაზეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებაზეა მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო – იმედინიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved