შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ფორუმზე თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება და პირიქით, უკეთესიცაა, თუ იქ პუტინი იქნება, პუტინთან არ ისაუბრებენ, მოასმენინებენ მშვიდობაზე სიტყვას და იქნებ, პუტინმა უარი თქვას ოკუპაციაზე, თანაც ისე, რომ ოკუპაციას არც კი ახსენებენ მისი თანდასწრებით.
ზუსტად ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რუსეთის პრეზიდენტიც იქ იყოს, რათა ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე. ჩვენ ჩვენსას ვამბობთ. ხედავთ, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ღია და ადვილი გასაგებად. ჩვენ სიმართლეს ვამბობთ. ჩვენი ეკონომიკური თუ პოლიტიკური წონა არ არის ისეთი დიდი, რომ შეგვეძლოს, გავლენა მოვახდინოთ დიდ პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგრამ, ერთი რამ მგონი, გვაჩვენა უახლოესი რამდენიმე წლის ისტორიამ, რომ ჩვენი სიტყვაა სამაგიეროდ, რომელიც ჭრის. ჩვენი მთავარი მიზანია, რუსეთმა ხელი უნდა აიღოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე, ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში მას შეიძლება, ჰქონდეს სურვილი რომ ჰქონდეს, ვერ ექნება. საქართველოს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მთავარი წინაპირობა გახლავთ დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეხება პუტინთან საერთო ფოტოს გადაღებას, პაპუაშვილის შეფასებით ეს არანაირი პრობლემა არ არის – „თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ, რომ ერთ პლანეტაზე ცხოვრობთ თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი?“
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ირაკლი კობახიძემ და ვლადიმერ პუტინმა თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში ერთმანეთს გაესაუბრონ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „არანაირი შეხვედრა გათვალისწინებული არ არის“.
“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ირაკლი კობახიძე ისაუბრებს თუ არა ოკუპაციაზე, რაზეც პაპუაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ საუბრობს რადიკალური ოპოზიციის და ომის მოსურნე ევროპელების დაწერილი სიტყვით. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს იმაზე, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ქართველმა ხალხმა მანდატი მისცა ირაკლი კობახიძეს, როგორც პრემიერ-მინისტრს და ქართველი ხალხის მანდატით ისაუბრებს. ისაუბრებს იმას, რაც დღეს ქართველ ხალხს სჭირდება და ისე როგორც სჭირდება. რა თქმა უნდა, არ ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ რასა იუკნევიჩიანე და ომის მოსურნე სხვა მსგავსი ხალხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან. “ოცნების” პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა.














კომენტარები