• რეკლამა
  • კონტაქტი
09:56, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპაცია ჩვენი მთავარი ტკივილია, ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების მაგალითები, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან განვითარებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ბევრი წარმატების მიღწევა – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:15 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

გამოწვევები ძალიან ბევრია ქვეყანაში, ოკუპაცია ჩვენი მთავარი ტკივილია. სამეგრელოში ეს ყველაზე მეტად და ყველაზე კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს დროებითი ოკუპაცია, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების, ჩვენი ტკივილის – აფხაზეთის და ოსეთის –  ცხინვალის რეგიონის, მაგრამ  ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების მაგალითები, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს  უნდა ვაჩვენოთ,  რომ ვართ ძალიან განვითარებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული ქვეყანა, სახელმწიფო, ერი, გაერთიანებული ხალხი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი წარმატების მიღწევა და რომ თავი დავიმკვიდროთ, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სახელმწიფომ რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის ქვეყანას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს.

„ბოლო წლებში ვაჩვენეთ, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი შეუძლია. გავხდით წარმატებულად ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ხელი მოვაწერეთ თავისუფალ ვაჭრობას, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით, რაც მანამდე ალბათ იყო ოცნების ნაწილიც და უამრავი სხვა წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას წინ ელოდება. კეთილდღეობა, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, სიღარიბის დაძლევა, უმუშევრობის აღმოფხვრა – ეს უნდა იყოს  ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა უსაგნო, გაუთავებელი, გაუაზრებელი,  უაზრო პოლიტიკური დებატები და ბატალიები, რომლითაც მართლაც ყველანი დავიღალეთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ძალიან ღირსეულად, ძლიერად უნდა გავიმარჯვოთ მერვე არჩევნებში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და განვითარება“, – აღნიშნა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved