სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 20 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
სუს-ის ცნობით, აღნიშნულზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. ასევე, ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს აცნობეს
კომენტარები