ფორმულას ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს.
ფორმულასთან ერთ-ერთი გატაცებულის მამა ბესო სიდამონიძე ამბობს, რომ გატაცებულთა ასაკი 10 წელს არ აღემატება.
“როგორ იქნებიან? როგორ დაბრუნდებიან? ფსიქოლოგიურად როგორ იქნებიან ეს ბავშვები? მოგვხედეთ გთხოვთ”, – ამბობს ბესო სიდამონიძე.
მისივე თქმით, არასრულწლოვნების გატაცების შესახებ ინფორმაცია ორმა მოაზრდმა მიაწოდა, რომლებმაც საოკუპაციო ხაზიდან გამოქცევა მოახერხეს.
კომენტარები