რუსმა ოკუპანტებმა მთლიანად დაიკავეს ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა – ინფორმაციას ავრცელებს ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე გენადი ლაგუტა.
თუმცა ის ამბობს, რომ თავის მოვალეობის შესრულების შეწყვეტას არ აპირებს და მოსახლეობას მოუწოდებს არ ჩავარდნენ პანიკაში.
“მთლიანად დაიკავეს ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა. თუმცა, ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მოვალეობებს. რეგიონული ოპერატიული შტაბი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, აგრძელებს მუშაობას და გადაუდებელ საკითხებს წყვეტს რეგიონის მცხოვრებთა დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით ჰუმანიტარულ დახმარებას”
კომენტარები