8 დეკემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ახტირკა დაბომბეს. რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაშავდა 7 ადამიანი – ორნი ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს ადგილზე გაუწიეს დახმარება. შენობა სერიოზულად არის დაზიანებული. მოსახლეობის ნაწილმა სარდაფში ჩასვლა მოასწრო, ნაწილი მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს.
იგივე ღამეს რუსეთმა დარტყმა ჩერნიგოვსაც მიაყენა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი. დაშავებულია 3 ადამიანი, ერთ-ერთი ჰოსპიტალიზებულია. დაზიანდა ფანჯრები და გაზსადენი, გაჩნდა ხანძარი რომელიც მაშველებმა ჩააქრეს.














კომენტარები