• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულ პირს წამების ფაქტის დამალვას “ურჩევდნენ” – შსს და სუს-ი სკანდალში ეხვევიან

ალია ავტორი - ალია
21:03 05-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

შს სამინისტრო და სუს-ი ახალ სკანდალში ეხვევიან – ირკვევა, რომ ოკუპანტების ტყვეობაში ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს, გათავისუფლების შემდეგ, ძალოვანი უწყებები სთხოვდნენ, ოკუპანტების მხრიდან ძალადობა დაემალათ.

სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, რაც ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი რამაზ ბეღელური ალაპარაკდა.

ის ე.წ. ცხინვალის ციხიდან თებერვალში გაათავისუფლეს და დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

დღეს დილით ბეღელური საოკუპაციო ხაზთან მდებარე მშობლიური სოფლიდან თბილისში ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს. ირკვევა, რომ ქართველ ტყვეს ოკუპანტები გასაღებების მძიმე ასხმით დაზიანებებს თავს არეში აყენებდნენ. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა, აცხადებს, რომ ბეღელურმა მას თავად გაუმხილა, როგორ ცდილობდა ქართული პოლიცია, დაეყოლებინა ბეღელური, ცხინვალის ციხეში წამების ფაქტი დაემალა.

პოლიციიდან დაკითხვიდან გამოსულ ბეღელურს ინტერვიუ ჰქონდა, სადაც მან უარჰყო, რომ სცემდნენ ცხინვალში. როცა მას მიზეზი ვკითხე, მან თქვა, რომ პოლიციაში დაკითხვაზე დაარწმუნეს, რომ ცემის ფაქტზე არ უნდა მესაუბრა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან რუსები ფაქტის გამჟღავნებისას გაღიზიანდებოდნენ. შემდგომში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. დედა მზადაა, რუსეთს ვუჩივლოთ სტრასბურგის სასამართლოში – აცხადებს დავით ქაცარავა.

უცნობია, როგორია ამ ეტაპზე რამაზ ბეღელურის მდგომარეობა. ტვ პირველის ინფორმაციით, მან საავადმყოში შესვლამდე გონება რამდენჯერმე დაკარგა. ბეღელურის დედა კი აცხადებს, რომ მის შვილს ცხინვალის იზოლიატორიდან გამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა. 

 დაბრუნებისას შევამჩნიე, რომ ის ფსიქოლოგიურად კარგად ვერ იყო. ნაცემია, ერთხელ მითხრა, გასაღებით თავი გამიტეხესო და სისხლი მომდიოდაო – აცხადებს რამაზ ბეღელურის დედა.

ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს შსს და სუს-ი. თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდა, რისი დადგენაც, რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზით, რთული არ იქნება – ამ ფაქტის გამო, ამ ორი სამინისტროს გარდა, ვფიქრობთ, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში მინისტრსაც, რომელსაც, ასევე უშულო კონტაქტი უნდა ჰქონოდა ტყვეობაში მყოფ პირებთან და წესით, უნდა სცოდნოდა მომხდარზე. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგინდება, რომ ეს ერთი შემთხვევა იყო, თუ სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, ტყვეობიდან სიმწრით გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას – ამ ეტაპზე უცნობია.

რამდენად შეიძლება, წამების ფაქტის დამალვის “თხოვნას” ძალოვნების მხრიდან – დაერქვას რჩევა და არა – ძალადობა, ამაზე უკვე იურისტებმა უნდა იმსჯელონ.

თეგები: რამაზ ბეღელურისუსიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved