• რეკლამა
  • კონტაქტი
10:12, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ok – ივანიშვილის ბოლო მესიჯი ხაზარაძეს – ივანიშვილი, გახარია, კარასინი, ამერიკელი გენერალი და პრემიერები

ალია ავტორი - ალია
22:28 12-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:

“ორი წლის მერე, ანაკლია რაც გაჩერდა, 2018 წლის მაისამდე მქონდა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან – მირეკავდა, ვურეკავდი, ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნიდა… არაფერი დასამალი მაქვს. კი, ფასეულია ეს ჩანაწერები. ჩვენ ვერ ვგრძნობთ, როგორ ვართ ჩახარშული ამ გაუგებარ, პროვინციულ ურთიერთობაში. ეს არის პრორუსული მმართველობის სტილი.

1993 წელს როცა ყველა იწყებდა ფულის კეთებას, მე მივხვდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი და გადავწყვიტე, სხვანაირად უნდა გავაკეთო და გავაკეთე რეკლამა, რომ თიბისი ჯგუფი არის თეთრ ბიზნესში. ამ განცხადების მერე ბიზნესის 70 პროცენტი დაგვეხურა. ჩვენ ვთქვით უარი. სიგარეტი, ალკოჰოლი, რისი ბიზნესიც გვქონდა – ეს ყველაფერი ჩაგვეხსნა. მაშინ არც კოდექსი იყო, არც საბაჟო იყო ნორმალური. სამ რაღაცა ეყრდნობა ჩვენი ბიზნესი – გამჭვირვალობას, უცხოელი პარტნიორების არსებობას ჩვენ გუნდში, 26 მილიონი ჩავადებინეთ ევრობანკს და მსოფლიო ბანკს და სხვა, როცა ქვეყნის ბიუჯეტი იყო 10 მილიონი და მესამე პრინციპი იყო – არასდროს არც ერთ პოლიტიკოსთან, არ გვქონოდა ახლო ურთიერთობა, არც მისი მფარველობა გვეთხოვა არასდროს და ამან გადაგვარჩინა.

მე ბიძინა ივანიშვილთანაც საქმიანი ურთიერთობა მქონდა.

2017 წელს მან მე კონკრეტულად მითხრა, რომ ანაკლია არ უნდა აშენდეს, ისიც მითხრა, ამერიკელებს აქ რა უნდაო, ისიც მითხრა, ამერიკელებს აქ ფულის კეთება უნდათო. ჩვენ არ დავუჯერეთ და გავხსენით ანაკლიის პროექტი 2017 წლის ბოლოს, როცა იგი დაბრუნდა პოლიტიკაში 2018 წელს და გიორგი კვირიკაშვილი, ამ პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი, გაფრინდა აშშ-ში და ჩამოფრინდა, მე ვარ ლონდონში და მაქვს კომუნიკაცია ივანიშვილთან და პირველი მას მივწერე – ბატონო ბიძინა, გილოცავთ, 4 ყველაზე დიდ ბანკთან 400 მილიონიან დაფინანსებას მოვაწერე ხელი ანაკლიის პროექტისთვის და პასუხად მივიღე – ოკეი… თურმე, იმ დღეს კვირიკაშვილის გადაყენება მიდის. მე ჩავთვალე, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიაწოდო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ამხელა ინვესტიცია შემოდის.

ორი დღის მერე ვწერ, რომ შეხვედრა მინდა დეტალების მოსაყოლად – არანაირი პასუხი იმის მერე არ მიმიღია. გაწყდა კომუნიკაცია და 2 კვირაში დაიწყო ყველა ჩემ კომპანიაში შემოსვლა…

როცა მან თქვა, რომ ანაკლია არ უნდა აშენდეს, იმ დროს ივანიშვილი არც პარტიის თავმჯდომარე იყო, არც პრემიერი…

ბიძინა ივანიშვილი როცა არ იყო პარტიის თავმჯდომარე, ატარებდა თათბირებს და მინისტრები ესწრებოდნენ იმ თათბირებს და მამუკა ხაზარაძე რა, ვეტყოდი რომ, არაფორმალურ… კი, დავსწრებივარ მის თათბირებს, პარტიის ოფისში, როცა ის პარტიის თავმჯდომარე და პრემიერი არ იყო, წასული იყო პოლიტიკიდან, როგორც ვიცოდით… ატარებდნენ თათბირებს და ესწრებოდნენ მინისტრები და ჩვენც გვეძახდნენ… პროკურორის თანდასწრებით საქმეები გაგვირჩია და მეტი რაღა ვთქვა? მეტი როგორ მოვყვე, რომ უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ…

კვირიკაშვილი გადააყენეს, მოდის ბახტაძე, ჩამოგვყავს ეს უზარმაზარი გემი, რომელიც 35 მილიონი დაჯდა. ვაშინგტონში მიფრინავს ბახტაძე და მოულოდნელად პომპეო აცხადებს, რომ ანაკლია უნდა აშენდეს. ბახტაძესთან ერთად ბრიფინგზე, სრულიად ამოვარდნილად, დაიწყო პომპეომ საუბარი პროექტზე და თქვენ იცით, ასე ღიად, ასეთ ბრიფინგებზე არ საუბრობენ პროექტებზე და თქვა, ანაკლიის აშენებაზე. მეორე დღეს დაგვირეკა ინვესტორმა და გვითხრა, ბახტაძესთან ახლა დავასრულეთ საუზმე, ყველაფერი კარგადაა, ბახტაძემ მწვანე აგვინთო და 2019 წლის აგვისტომდე ვაკეთებთ ამას. მეორე დღეს კარასინი ამბობს, ან ანაკლია არჩიეთ, ან ჩვენთან ურთიერთობა. ჩამოდის ბახტაძე და ბახტაძეს ხსნიან.

ვინ შეასრულა ანაკლიის გაჩერების დავალება? ბატონმა გახარიამ. პირნათლად შეასრულა. ბოლო აკორდი იყო წერილის გადმოცემა. მე ძალიან მიკვირს მისი თანაპარტიელების გამოსვლა. თვალებში ხომ უნდა შევხედოთ ერთმანეთს? ამ ტყუილში ვერც თქვენი პარტია გაიზრდება და ვერც ვერაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვართ მე და ბადრიც, რომ გახარიას დაწერილი არ არის ეს წერილი. უბრალოდ, მას როგორც შს მინისტრს დაავალეს ეს ამბავი და გადასცა ეს წერილი მის კაბინეტში.

ანგარიშები გაგვიყინეს და მეორე მხრივ გვეკითხებოდნენ, ინვესტიციები სადააო. ქალბატონმა ცქიტიშვილმა უბრალოდ გაყარა ინვესტორები.

ჩამოვიდა 5 ვარსკვლავიანი ამერიკელი გენერალი, შეხვდა ბატონ ბიძინას და ბატონ გახარიას და უთხრა, ერთი წერილი გამატანეთ, ერთი წერილი, რომ თქვენ მიესალმებით ამ ინვესტორებს, რადგან ანაკლიიის პროექტი არის მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნისთვის, აფხაზეთისთვის და ესენი ეუბნებიან ხაზარაძესთან გვაქვს პრობლემაო. ნახეთ, როგორი “კაგებეშნიკური” ამბავია, თვითონ კი არ ამბობს, რომ არ უნდა ანაკლიის გაჩერება. 2 წელი გავიდა, ვის აბრალებენ ახლა? ეს არის მთავარი, ეს უნდა იცოდეს ხალხმა, სად მოკლეს ჩვენი პერსპექტივა, კარასინების და ეგეთი ადამიანების დავალებით მოკლეს.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved